x
image
hamunaptra1990
ესპანეთი - იტალია. მათი განვლილი გზა ფინალამდე.
imageდღეს თბილისის დროით 22.35 საათზე კიევში, დაიწყება ესპანეთი - იტალიის საფინალო დასკვნითი მატჩი. უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდ საფეხბურთო სანახაობას ვიხილავთ. შეგახსენებთ ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ევრო 2012_ის ჯგუფურ ეტაპზე და საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს 1-1. ისიც აღსანიშნავია, რომ ესპანელების კარის ბადე მხოლოდ ერთხელ შეირხა ამ ჩემპიონატზე და ის გოლი სწორედ იტალიისგან იწვნიეს. მინდა გავიხსენოთ ორივე ნაკრების განვლილი გზა ფინალამდე.

C ჯგუფში სიტუაცია ასეთი იყო: ესპანეთი, იტალია, ხორვატია, ირლანდია.

imageესპანეთი: პირველი შეხვედრა ჯგუფში გამართეს იტალიასთან 1-1, შემდეგ იყო შეხვედრა ირლანდიასთან, რომელიც 4-0 მოიგეს, ხოლო ბოლო მატჩი ჯგუფურ ეტაპზე გამართეს ხორვატიასთან 1-0 მოიგეს და გაინაღდეს ფლეიოფში ადგილი. მეოთხედფინალში ესპანეთი დაუპირისპირდა ფრანგებს და 2-0 სძლია, ხაბი ალონსოსთვის ეს მატჩი განსაკუთრებული გამოდგა ალბათ გახსოვთ. ნახევარფინალში პორტუგალიას დასამარცხებლად განეწყო გუნდი, საბოლოოდ ძირითადი დრო 0-0 ხოლო P(4-2) იმარჯვეს ესპანელებმა და გავიდნენ ფინალში.

image


იტალია: პირველი მატჩი ესპანეთთან დასრულდა 1-1 და მიუხედავად იტალიელთა შიდა პრობლემებისა ევრო 2012_ის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდთან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მეორე შეხვედრა ხორვატიასთან ასევე 1-1 დასრულდა, ხოლო მესამე შეხვედრა ირლანდიასთან, 2-0 მოიგეს და გავიდნენ შემდგომ ეტაპზე. მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ ინგლისს, თამაში ფრე 0-0 დასრულდა და P(4-2) იმარჯვა იტალიამ. ნახევარფინალში დაეჯახნენ გერმანელებს, მიმდინარე გათამაშების უდაო ლიდერს და ბევრისთვის მოულოდნელად 2-1 დაამარცხეს და გავიდნენ ფინლში.


აი ასე და ამგვარად მოხვდა ეს ორი ნაკრები ფინალში, რამდენად სამართლიანია მათი გასვლა ფინალურ ეტაპზე ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ. მე დღევანდელი მატჩისგან ველი სწრაფ, შემტევ, მაღალი დონის თამაშს სადაც გაიმარჯვებს ღირსეული. თუმცა ესპანეთისკენ ვიხრები მაინც. აქვე მინდა დავდო ამ ორი ნაკრების დაპირისპირების ამსახველი ფოტოები.

imageimage










imageimage










imageimage












imageimage










imageimage











imageimage











imageimage

1
79
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
79
  
0 1 1