x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ე.წ. შარდის სკანდალი - "აბაზოვმა შეაფურთხა, ფიზიკურად გაუსწორდა და აიძულა შარდი სახეზე წაესვა" - პროკურატურა

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის სკანდალურ საქმის დეტალებს აქვეყნებს:


"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა, რა დროსაც, თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც სთხოვა შეხვედრა. რ.ასკეროვის მოთხოვნით ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები. პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოსთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის შემდეგ, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ქ.მარნეულში, ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ერთი ემოციური ისტორია ემიგრანტისა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ!

2. „გომბორზე, ავარიისას დაღუპულ გოგონას სამღვდელოება წესს არ უგებს!"

3. მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ...(II ნაწილი)

4. სამაშველო გემზე ქმარი ავიდა, ცოლი კი გემზე დარჩა - ერთი შეხედვით ნუ განსჯით ადამიანებს!

5. 7 შოკისმომგვრელი დამთხვევა, რომელიც განცვიფრებულს დაგტოვებთ!

3
163
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
163
  
2018, 14 ივნისი, 19:35
სააინტერესოა ის, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლები არიან აქ საქმეში.
2018, 13 ივნისი, 20:49
რავი აბა. შესაძლოა დადგმაც ყოფილიყო
2018, 13 ივნისი, 20:47
მერე დანა ან პისტალეტი აღარ არსებობდა? :)) იმენა ყვერებს მოვაცლიდი ამ ტიპს, რომელ შარდის წასმაზეა ლაპარაკი :)))
0 1 3