რელიგია ლუკას სახარება - როდის და ვის მიერ დაიწერა ის? 2018, 13 ივნისი, 11:08 ლუკას სახარების შექმნის ზუსტი დროის დადგენა საკმაოდ რთულია. მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ ის შეიქმნა მარკოზისა და მათეს სახარებების შემდგომ, თუმცა იოანეს სახარებაზე უფრო ადრე. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით ლუკას სახარება დაიწერა დაახლოებით 60 წელს, მაგრამ მკვლევართა აზრით ეს უფრო გვიან მოხდა, დაახლოებით 80-იანი წლებიდან - 100 წლამდე პერიოდში. ის, რომ თავად ლუკაა ავტორი ამ სახარებისა, ამას ადასტურებს სხვადასხვა ქრისტიანი მწერალი, მაგალითად: ევსები კესარიელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, ტერტულიანე და ორიგენე. თავად ლუკა არ იყო 12 მოციქულიდან ერთ-ერთი, ის იყო იესოს 70 სხვა მოციქულიდან ერთ-ერთი. ადრეულ ეკლესიებში არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ სახარების ავტორი სწორედ ლუკა იყო, რომელიც პავლესთან დაახლოებულ პირს წარმოადგენდა, თუმცა თანამედროვე კვლევებმა სპეციალისტებს ავტორის ვინაობაში დაეჭვების საბაბი პავლეს და ლუკას მიმოწერების კვლევებმა მისცა. ასეა თუ ისე ეს სახარება ვისაც არ უნდა დაეწერა, სწორედ მანვე დაწერა "მოციქულთა საქმე", ეს უკვე დადგენილი ფაქტია სპეციალისტების მიერ ლიტერატურული სტილისა და ენობრივი თავისებურებების სრული დამთხვევის მიხედვით. ეს ორი წიგნი მთელი სახარების 27.5%-ს შეადგენს. ლუკას სახარების დღემდე შემორჩენილი უძველესი ნიმუშია მე-3 საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული მანუსკრიპტი. ის არის 5 პაპირუსისგან შემდგარი ტექსტი. ამავე სახარებას ბერძნულ ენაზე კი შეიცავს სინას კოდექსი და ვატიკანის კოდექსი, რომლებიც მე-4 საუკუნითაა დათარიღებული. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 268 2-ს მოსწონს
|