სხვა ნამდვილი ამბავი – ოხუნჯი ღამის აჩრდილი 2018, 13 ივნისი, 1:17 ისევ ჩემს თავგადასავალზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დაახლოებით 13 წლის ვიქნებოდი, სპორტზე დავდიოდი და სპორტის შემდეგ საღამოს სახლშიც ვვარჯიშობდი. ერთ საღამოსაც ჩვეულებრივ ისევ გავედი ბუნებაში სარბენად და როდესაც უკან ვბრუნდებოდი, დაღამდა და გზას სავსე მთვარე მინათებდა, რომლის შუქზეც ჩემი ჩრდილი გამოკვეთილად ჩანდა მიწაზე. მოულოდნელად შევნიშნე, რომ ჩემს აჩრდილს სხვა ადამიანის ჩრდილიც შეუერთდა – თითქოს ერთმანეთს შეერწყა. გავჩერდი და ჩემ გარშემო ყველაფერი გადავათვალიერე, მაგრამ ახლოს არავინ ჩანდა და ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ მომეჩვენა. სირბილი გავაგრძელე და როდესაც უკვე ჩემი სახლის შესახვევ გზას დავადექი, მოსახვევში ჩემი ჩრდილი ორად გაიყო, ჩემი ფიგურა მე გამომყვა, მეორე ჩრდილმა კი გზა განაგრძო სხვა მიმართულებით. ჩრდილი კარგად ჩანდა მიწაზე მაგრამ იქ არავინ იყო, ვისიც უნდა ყოფილიყო ეს ჩრდილი, მთვარე კი ისე კარგად ანათებდა არემარეს, რომ აუცილებლად დავინახავდი ვინმეს, იქ რომ ადამიანი ყოფილიყო. მინდოდა გავყოლოდი უკან ჩრდილს, მაგრამ უეცრად აორთქლდა. 41 5-ს მოსწონს 1-ს არა
|