x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138349
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
ამერიკაში მამაკაცმა მძევლად აყვანილი ოთხი ბავშვი მოკლა
image

ტრაგედია დატრიალდა მას შემდეგ, როდესაც ქალმა დარეკა პოლიციაში და მეგობარ მამაკაცზე მიაწოდა ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შესახებ.


ქალაქ ორლანდოში(ფლორიდა, ამერიკის შეერთებული შტატები), კაცმა მოკლა ოთხი შვილი, რომელიც მანამდე მძევლად აიყვანა და 12 საათის განმავლობაში ჰყავდა დამწყვდეული, იუწყება CNN.


მამაკაცმა მძევლად აიყვანა ერთი, ექვსი, ათი და თერთმეტი წლის ბავშვი. პოლიციელები გამოძახების შემდეგ ბინაზე მივიდნენ, სადაც მამაკაცმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გახსნა.


გარი ლინდსმა (Gary Lindsey) მძიმედ დაჭრა ერთი პოლიციელი. ადგილობრივი სპეცსამსახურების თანამშრომლები ცდილობდნენ მოლაპარაკებას დამნაშავესთან, მაგრამ უშედეგოდ. მამაკაცმა ბინის ბლოკირება მოახდინა და მძევლებთან ერთად ჩაიკეტა. მოგვიანებით, მან დახოცა ბავშვები, შემდეგ კი თავი მოიკლა. მისი გვამი კარადაში აღმოაჩინეს, მოკლული ბავშვებიდან ორი მისი ბიოლოგიური შვილი იყო.

დაჭრილი პოლიციის ოფიცრის, კევინ ვალენსიას მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვარაუდობენ, რომ გადარჩება.



0
67
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0