მსოფლიო სახელმწიფო დუმის განცხადება ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრაზე 2018, 12 ივნისი, 13:39 რუსეთი მიესალმება დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრას, მაგრამ თვლის, რომ მხოლოდ ერთი მოლაპარაკების რაუნდი არ არის საკმარისი სერიოზული რეზულტატისთვის. - განაცხადა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მოადგილემ, იური შვიტკინმა. " შეხვედრის დროს ტრამპი და კიმ ჩენ ინი ხვდებიან, რომ ის საწყისი პოზიციები, რაც დღეისთვის არის, საკმაოდ არასასურველია შეხვედრებისთვის.....ჩვენ მივესალმებით, მაგრამ ამავე დროს, მე მჯერა, რომ მხოლოდ ერთი რაუნდი მოლაპარაკების, ერთი სამიტი არ მიგვიყვანს ჩვენ სერიოზულ შედეგებამდე"-განაცხადა შვიტკინმა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამერიკის ათასობით კონტიგენტი იმყოფება სამხრეთ კორეაში, რაც არ ემსახურება მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში.ისევე, როგორც სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებები ჩატარებული წვრთნების დროს, რომელიც იწვევს საპასუხო რეაგირებას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან
114 შეფასება არ არის
|