მსოფლიო ვშიშობ ,რომ მსოფლიო მიჰყავთ ჯვარსა და ნახევარმთავარეს შორის ომამდე – რედჯეფ ერდოღანი 2018, 11 ივნისი, 13:29 ![]() ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დახუროს 7 მეჩეთი, მივყავართ ომამდე ჯვარსა და ნახევარმთავარეს შორის - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რედჯეფ თაიფ ერდოღანმა. ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დახურავს 7 მეჩეთს და ათობით იმამს გააძევებს ქვეყნიდან, იუწყება ავსტრიული გამოცემა Deutsche Welle-ი. ერდოღანმა განაცხადა, რომ ავსტრიამ მიიღო ანტიისლამური გადაწყვეტილება და რომ თურქთი აპირებს, მიიღოს საპასუხო გადაწყვეტილება. "ეს გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიის კანცლერმა და ვშიშობ, რომ მსოფლიო მიჰყავთ ჯვარსა და ნახევარმთავარეს შორის ომამდე"- განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ავსტრიაში გაიმარჯვა სებასტიან კურცის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ, რომელიც ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს მიგრანტების პრობლემის გამო. 216 2-ს მოსწონს
|