საბუნებისმეტყველო მიკროპენისი - რა ეტიოლოგიური ფატორები იწვევს მას და როგორ ხდება მისი მკურნალობა? 2018, 11 ივნისი, 12:03 მიკროპენისი უხშირესად გამოწვეულია ჰორმონალური ფაქტორებით, სანამ ბავშვი ჯერ კიდევ საშვილოსნოშია, გესტაციის 12 კვირის (3 თვის) ორსულობის შემდეგ. სხვადასხვა შემთხვევაში ჩატარებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ენდოკრინების დამრღვევმა ქიმიკატებმა (EDC) შესაძლოა დაბლოკონ ან შეასუსტონ ანდროგენების ანუ მამაკაცური ჰორმონების მოქმედება ან გამოყოფა ორგანიზმში. ანდროგენები სწორედ ის ჰორმონებია, რომელიც აუცილებელია სქესობრივი ორგანოების ჩამოყალიბებისთვის, განვითარებისთვის და საერთოდ, მამაკაცის მეორადი ნიშან–თვისებების განვითარებისთვისაც. არსებობს პესტიციდები, რომელიც შეიცავს ენდოკრინების დამრღვევ ქიმიკატებს (Endocrine disrupter chemicals - EDC), მაგალითად დიკლოროდიფენილტრიქლოროეთანი (DDT). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) აკრძალა ეს და სხვა ისეთი პესტიციდები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნეა ამ და სხვა სფეროებში. შესაძლოა მიკროპენისი გამოიწვიოს ასევე ჰიპოგონადიზმმა, არასაკმარისმა ტესტოსტერონის სეკრეციამ ორგანიზმში, კალმანის სინდრომმა, პრადერ ვილის სინდრომმა, ლოურენს-მუნის სინდრომმა, ბარდეტ-ბიდლის სინდრომმა და კიდევ რამდენიმე დარღვევამ, რომელიც უფრო მეტად გენეტიკური ანომალიებითაა გამოწვეული. აშშ-ს მონაცემებით, მიკროპენისით იბადება 10 000 ბიჭიდან, დაახლოებით ორი. ნაყოფის პენისის შესამჩნევი ზრდა შეინიშნება მეორე და მესამე ტრიმესტრში. კავერნოზული და სპონგიოზური სხეულის ნაკლებ განვითარებულობამაც საკმაოდ დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს პენისის ზომაზე და შეხედულებაზე. ამ სურათზე გამოსახულია ნორმალური ზომის პენისის აგებულება: დიაგნოზის დასმა (გაზომვა) იმისთვის, რომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი, საჭიროა გაზომვის წესების ზუსტი ცოდნა, რაც ხშირად არ ხდება და ისმება მიკროპენისის არასწორი დიაგნოზი. გაზომვა უნდა მოხდეს, როდესაც პენისი არის სრულად დაჭიმული და არა დავარდნილი. მიკროპენისად ითვლება პენისი, რომელიც არის 8 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძეში. იზომება აუცილებლად ზევიდან და არა ქვევიდან (სპონგიოზური სხეულის მხრიდან არა) - ბოქვენიდან ასოს თავის ბოლომდე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო ცხიმოვანი ქსოვილი აქვს ტანზე განვითარებული კაცს, მით უფრო პატარა უჩანს ასო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მწეველ მამაკაცებში ასოს სიგრძე დაახლოებით 1 სანტიმეტრით იკლებს. დიაგნოზის დასმა ასევე ხდება ლაბორატორიული ტესტებით, იზომება ორგანიზმში ტესტოსტეორნის და მისი პრეკურსორების დონე, გონადოტროპინის, DHT -ის და ასევე სხვა ნივთიერებების. ულტრაბგერითმა და მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ შესაძლოა გვაჩვენოს, რა პრობლემებია თავად პენისის შიგთავსში, ღრურებში და ა.შ. ასევე ტარდება გენეტიკური ტესტები. არის 10-ზე მეტი ცნობილი გენეტიკური დარღვევა, რომელიც იწვევს მიკროპენისის განვითარებას და ეს დარღვევები ახლო მომავალში დიდი ალბათობით იქნება გამოსწორებული CrispRcas9 -ის ტექნოლოგიით. მკურნალობა ხდება ბავშვობის ასაკში ტესტოსტერონის გარედან მიღებით. ამას ტესტოტერონოთერაპია ეწოდება. 25 მილიგრამი ტესტოსტერონი ინიშნება ინტრამუსკულარულად ანუ კუნთში გაკეთებისთვის ნემსით ყოველი თვის 3 კვირის განმავლობაში 3 თვის მანძილზე. ასევე შესაძლოა მკურნალობა იწარმოებოდეს მაზით (გელით), რომელიც შეიცავს 5-ა დიჰიდროტესტოსტერონს (DHT gel). გელი უნდა შეიზილოს პაციენტმა 3-ჯერ დღეში 5 კვირის განმავლობაში. ასევე არის სხვა სამკურნალო საშუალებებიც. თუკი არაფერმა იმოქმედა, ბოლოს ტარდება ქირურგიული ჩარევა. 271 3-ს მოსწონს
|