თავის მოვლა გამელოტების შეჩერება 2012, 5 აპრილი, 17:23 საქართველოში, და არა მარტო საქართველოში მამაკაცების 70% ზე მეტს აწუხებს ეს პრობლემა.მედიცინას რომ შეეძლოს ახსნა, თუ რატომ მელოტდებიან ნაადრევად მამაკაცები, ალბათ ეს იქნებოდა ნამდვილი გამარჯვება (და არა ის, რომელზეც ჩვენი ბატონი პრეზიდენტი გვიამბობს ხოლმე) ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.
მაგრამ, სამწუხაროდ, საიდუმლო რჩება საიდუმლოდ და ყველაზე გავრცელებულ ფაქტორად და დამნაშავედ გამელოტების რჩება:ჰორმონების დარღვევა და გენეტიკური ფაქტორები.და თუ ბაბუა ადრე გამელოტდა, ასეთივე ბედი ეწევა მის შვილს და შვილთა შვილს.
ასე რომ, რომ არ გავმელოტდეთ, მამაკაცებმა უნდა მოვუაროთ ჩვენს თავის კანს და თმებს.საპირისპირო შემთხვევაში გამელოტება დაიწყება უფრო ადრე, ვიდრე მას ველოდებით.
ქერტლის გამო, მამაკაცს სცვივათ თმები, როდესაც ის მხოლოდ 20 წლისაა(და უფრო ადრეც).ეს ახალგაზრდული გამელოტება მიმდინარეობს უფრო ინტენსიუტრად.32 წლისთვის თავი ხდება პრიალა, როგორც სასრიალო ყინული.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ თქვენ გცვივათ დიდი რაოდენობით თმები, იმწამსვე მიმართეთ დერმატოლოგს. რომელ მცენარეებს შეუძლია გაამაგრონ თმები და დაიცვან ქერტლისგან? -ჭინჭარი.ახალი მაისის ჭინჭარი, გაატარეთ ხორცის გასატარებელში, ან დაჭერით პატარ-პატარად.ჩაყარეთ ბანკაში ან პლასტმასის ერთლიტრიან ბოთლში, ჩაასხით სპირტი:ერთ ჭიქა დაქუცმაცებულ ჭინჭარზე, ერთი ჭიქა სპირტი.დაჭყლიტეთ, წაიღეთ თბილ ადგილას, დაახლოებით 2 დღით... მერე გადაასხით სუფთა ჭურჭელში.ამ სითხით დღეში ერთხელ საღამოობით წაისვით თავზე. გადათარგმნილია: წყარო-სოვეტიმედ.რუ 225 2-ს მოსწონს
|