x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე - 10 ცხოვრებისეული რჩევა
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვს თინეიჯერობის პერიოდი 9-დან 13-წლამდე ასაკში ეწყება და ეს სწორედ ის ასაკია, როცა ბავშვი მშობელზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს და მოახერხოს რაღაცებისთვის თავის მარტო გართმევა. ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში მას მშობელი პატარაობიდანვე უნდა დაეხმაროს.


სტატიაში გთავაზობთ 10 აუცილებელ ცხოვრებისეულ ჩვევას, რაც შვილს 13 წლამდე აუცილებლად უნდა ასწავლოთ, თუ რა თქმა უნდა არ გინდათ, რომ ის მთელი ცხოვრება თქვენზე იყოს დამოკიდებული.



1. პირადი ჰიგიენა


ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს ბევრი მშობელი, ვისაც ჰგონია, რომ ბავშვი ჰიგიენის შესახებ თავად ისწავლის. მაგრამ, სინამდვილეში, ბევრი რამაა, რაც შვილთან მანამ უნდა განიხილოთ, სანამ არ დაგვიანდება: შხაპის მიღებისა და დეოდორანტის გამოყენების მნიშვნელობა, ტანსაცმლის გამოცვლა, კბილების გახეხვა და გაპარსვა, საწოლის დალაგება და საკუთარი სხეულის ცნობა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვისთვის საუკეთესო მაგალითი თავადვე უნდა იყოთ და კარგად აუხსნათ, რატომ არის ამ ყველაფრის გაკეთება აუცილებელი.


image




2. ფულის გამომუშავება და კონტროლი


ფინანსური უნარ-ჩვევების საფუძვლები შეგიძლიათ ბავშვს იმ დროისთვის უკვე ასწავლოთ, როცა თვლა ეცოდინება. 13 წლისთვის მას უკვე უნდა შეეძლოს ჯიბის ფულიდან თანხის დაზოგვა, უნდა იცოდეს, რამდენი იხარჯება სახლის საქმეებზე და საჭმელზე, იცოდეს განსხვავება ნაღდ ფულსა და საკრედიტო ბარათს შორის და უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება დახარჯულ თანხებზე.

image



3. სახლის ძირითადი საქმიანობა


ფსიქოლოგები ამბობენ, რომ პატარა ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია ისეთი ძირითადი სახლის საქმიანობის შესრულება, როგორიც სადილის შემდეგ ჭურჭლის დარეცხვა ან თავისი ჭუჭყიანი ტანსაცმლის ერთად მოგროვებაა.

13 წლისთვის მას უკვე უნდა შეეძლოს ტანსაცმლის დაუთოება, საწოლის თეთრეულის გამოცვლა, მანქანის გარეცხვა და სამზარეულო-სააბაზანოს დასუფთავება. მშობლები თავიანთ მოთხოვნებში თანმიმდევრულები და კონკრეტულები უნდა იყვნენ და წაახალისონ შვილები.

image



4. კერძის მომზადება


საჭმლის მომზადება მნიშვნელოვანი უნარია, რაც თქვენს შვილს აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში, დასაწყისისთვის კი ბევრი მარტივი რეცეპტი არსებობს, როგორიცაა სენდვიჩების, სალათების, შემწვარი კვერცხის, მაკარონის, სუპისა და სალათების მომზადება.

13 წლისთვის მას უკვე უნდა შეეძლოს ოჯახური ვახშმის დაგეგმვა, მარტივი რეცეპტის მიხედვით კერძის მომზადება და სამზარეულოს "აღჭურვილობასთან" მუშაობა. არ დაგავიწყდეთ, რომ მიაჩვიოთ შვილი სამზარეულოში სისუფთავის დაცვას!

image


5. შოპინგი სუპერმარკეტში


სუპერმარკეტში შვილის წაყვანა მას დაეხმარება, განივითაროს ისეთი მნიშვნელოვანი უნარი, როგორიცაა პროდუქტების სიის ჩამოწერა. ასწავლეთ მას, როგორ წაიკითხოს ფასები და როგორ აარჩიოს საუკეთესო პროდუქტი.

არ დაგავიწყდეთ ლიმიტის დაწესებაც: კანსასის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევით, მშობლებს საყიდლებზე წაყოლილი ბავშვების 50% სთხოვს, მასაც უყიდოს რამე და მშობლების მხოლოდ ნახევარი ახერხებს ამაზე უარის თქმას.

image


6. პირველადი დახმარების საფუძვლები


პირველადი დახმარების სწავლება დაეხმარება თქვენს შვილს, მაშინაც უმკურნალოს საკუთარ თავს, როცა გარშემო არავინ იქნება. დიდ ბრიტანეთში ბავშვებს სკოლაშივე ასწავლიან პირველადი დახმარების საფუძვლებს. კვლევებმა აჩვენა, რომ 4-5 წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ, დაიმახსოვრონ სასწრაფო დახმარების ტელეფონის ნომერი, სწორად შეაფასონ ადამიანის სუნთქვა და შეამოწმონ მისი აღდგენის პროცედურები. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებს კი სისხლის შეჩერება, მსუბუქი დამწვრობის მკურნალობა და ფუტკრის ნაკბენთან გამკლავებაც შეუძლიათ.

image


7. დროის მენეჯმენტი


დროის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. თქვენს თინეიჯერ შვილს უკვე უნდა შეეძლოს დაგეგმვა, პრიორიტეტების დალაგება და ნაყოფიერად მუშაობა. შესთავაზეთ ბავშვს გარკვეული "ინსტრუმენტები", რაც მათ დროის კონტროლში დაეხმარება, იქნება ეს მაღვიძარა თუ სპეციალური კალენდარი. ისიც ასწავლეთ მას, რომ თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს, გაცილებით მარტივი ხდება, როცა გეგმა ფურცელზეა ჩამოწერილი. მიეცით მას საათი საჩუქრად, დაეხმარეთ ყურადღების გამახვილებაში სწორ რაღაცებზე და, როგორც ყოველთვის, აჩვენეთ კარგი მაგაალითი თქვენი სახით.

image


8. საზოგადოებაში ქცევის წესები და მანერები


ასწავლეთ თქვენს შვილს მანერები რაც შეიძლება ადრე. პატარაობაში შეგიძლიათ მიაჩვიოთ აზრის სწორად გაზიარებას სხვებისთვის, უფროსების პატივისცემას, ზრდილობას. სახლში მოწყობილი წვეულებები კარგი მაგალითია, აჩვენოთ შვილს, როგორ უნდა დახვდეს სტუმრებს და როგორ უმასპინძლოს მათ.

თინეიჯერობის დროს კარგი მანერები მას უკვე ჩვევაში ექნება გადასული, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმატების მიღწევაშიც დაეხმარება კარიერაში.

image



9. ნავიგაცია და ორიენტირება


შესაძლებელია, თქვენმა შვილმა რამდენიმე წელიწადში მანქანა ატაროს ან თავად იმოგზაუროს, ამიტომ მისთვის ნავიგაციისა და ორიენტირების სწავლა პატარაობიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია. 13 წლისთვის ბავშვმა უკვე უნდა იცოდეს რუკაზე ნიშნებისა და კომპასის ცნობა და ახერხებდეს სივრცეში თავად ორიენტირებას.

image



10. ემოციების კონტროლი


მხოლოდ თინეიჯერები კი არა, ბევრი მოზარდიც ვერ ახერხებს თავისი ემოციების კონტროლს, როგორიცაა ბრაზი, სტრესი, შიში და მღელვარება. ემოციების კონტროლის უნარი გულისხმობს, შეგეძლოთ გრძნობებისთვის სახელების სწორად დარქმევა, სიტუაციის შეფასება, ემოციების მართვა და დახმარების თხოვნა, როცა საჭიროა. იმის გაცნობიერება, რომ მოწყენილობა სისუსტეს არ ნიშნავს, თქვენს შვილს აუცილებლად დაეხმარება მომავალ ცხოვრებაში.

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. 7 რეკომენდაცია მშობლებს : რა უნდა ასწავლოთ შვილს

image



2. როგორ ვასწავლოთ ბავშვს ლოდინი - 5 სასარგებლო რჩევა

image



3. ბავშვის აღზრდის 4 საფეხური - ტიბეტური სიბრძნე

image

0
1197
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0