x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ბანანის ქერქის 10 უცნაური დანიშნულება
image

ყველაზე ჩვეულებრივი რამ, რასაც ბანანის ქერქით აკეთებენ, ისაა, რომ მას ნაგავში ისვრიან. თუმცა, ამ ერთი შეხედვით გამოუყენებად ნივთს ბევრ რამეში შეუძლია თქვენი დახმარება. მისი გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოში, როგორც საწმენდ პროდუქტად ან თქვენს სახეზე, როგორც სილამაზის გარანტიად.

სტატიაში გთავაზობთ ბანანის ქერქის 10 ყველაზე პოპულარულ და უცნაურ გამოყენებას, რაც თქვენს დამოკიდებულებას ამ პროდუქტისადმი სრულიად შეცვლის.








1. ის გეხმარებათ ნაოჭების შემცირებაში


სახის ნაოჭები მაშინ ჩნდება, როცა კანი სიმტკიცეს და ელასტიურობას კარგავს. ბანანში შემავალ ანტიოქსიდანტებს და ვიტამინ C-ს შეუძლია დაგეხმაროთ ნაოჭების შემცირებაში.



მოათავსეთ ბანანის ქერქი კანზე 30 წუთის განმავლობაში ან მთელი ღამით.
ჩამოიბანეთ სახე და დაიტენიანეთ.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ.

image

ყველაზე ჩვეულებრივი რამ, რასაც ბანანის ქერქით აკეთებენ, ისაა, რომ მას ნაგავში ისვრიან. თუმცა, ამ ერთი შეხედვით გამოუყენებად ნივთს ბევრ რამეში შეუძლია თქვენი დახმარება. მისი გამოყენება შესაძლებელია სამზარეულოში, როგორც საწმენდ პროდუქტად ან თქვენს სახეზე, როგორც სილამაზის გარანტიად.

სტატიაში გთავაზობთ ბანანის ქერქის 10 ყველაზე პოპულარულ და უცნაურ გამოყენებას, რაც თქვენს დამოკიდებულებას ამ პროდუქტისადმი სრულიად შეცვლის.










2. ის გეხმარებათ აკნეს შემცირებაში


ბანანის ქერქი შეიცავს ვიტამინ C-ს და ვიტამინ E-ს, ასევე კალიუმს, თუთიას, რკინასა და მაგნიუმს. ამ ნუტრიენტებს შეუძლიათ კანის დამშვიდება და აკნეს შემცირება. გარდა ამისა, ბანანის ქერქი შეიცავს ლუტეინსა და კაროტინოიდს, რაც ანთების წინააღმდეგ ბრძოლაშიც გეხმარებათ.


მოათავსეთ ბანანის ქერქი სახეზე 5-დან 10 წუთამდე.
ჩამოიბანეთ სახე.
გაიმეოროთ პროცედურა დღეში ორჯერ.

image








3. მას შეუძლია ვერცხლის გაპრიალება


თუ თქვენი ვერცხლი ბრწყინვალების დაკარგვას ან გაფერმკრთალებას იწყებს, სცადეთ ბანანის ქერქის გამოყენება. ის შეიცავს ნივთიერებებს, როგორიცაა კალიუმი, რაც ლითონის ნივთების გასუფთავებაში გეხმარებათ.


მოათავსეთ ბანანის ქერქი ბლენდერში.
დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი.
აურიეთ, სანამ ერთიანი მასა არ გახდება.
რამდენიმე წუთის განმავლობაში გაწმინდეთ ვერცხლი ამ ნარევით.

image








4. ის გეხმარებათ ნატეხებსი მოშორებაში


ბანანის კანი მდიდარია ფერმენტებით, რომლებსაც "გამწევი" ფუნქცია აქვთ და ზედაპირიდან ზედმეტი ნაწილების მოცილება შეუძლიათ. ამიტომ ბანანის ქერქთან ერთად ფრჩხილების ბოლოებიდან მკვდარი კანის, ნუნების მოშორება უფრო გაგიმარტივდებათ.


⚡მოათავსეთ მწიფე ბანანის ქერქი კანზე.

⚡დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში.

⚡მოიშორეთ ფრთხილად, რაც შეიძლება ნაკლები ხახუნით.

⚡შემდეგ კი შეგიძლიათ, ნუნების საჭრელი გამოიყენოთ.

image








5. მარტივი კომპოსტირება


ბანანის ქერქი კომპოსტირებაშიც დაგეხმარებათ, რადგან ის შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, გოგირდს, ფოსფატს, კალიუმს და ნატრიუმს - რაც თქვენი მცენარის ჯანსაღი ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


⚡დაჭერით ბანანის ქერქი პატარა ნაწილებად.

⚡დამარხეთ ბანანის ქერქი იმ მცენარის ქვეშ, რომლის დარგვასაც აპირებთ. იდეალური იქნება, თუ ქერქი ფესვებთან იქნება.

⚡დაუყოვნებლივ მორწყეთ მცენარე.

image









6. გეხმარებათ კბილების გათეთრებაში


მწიფე ბანანის ქერქი შეიცავს კალიუმს, რაც დაგეხმარებათ კბილების ისეთი ლაქებისგან გათავისუფლებაში, რაც შეიძლებოდა დაეტოვებინა ყავას, ალკოჰოლურ სასმელს, ჩაის ან კენკრას.


⚡გაიხეხეთ კბილები და კარგად გამოირეცხეთ.

⚡ბანანის ქერქის შიდა მხარე წაისვით კბილებზე 2 წუთის განმავლობაში.

⚡კიდევ გამოირეცხეთ კბილები და გაიმეორეთ ყოველდღე.

image








7. ნაწიბურებსა და შრამებს ნაკლებად გამოსაჩენს ხდის


ბანანის ქერქს შეუძლია, მოგაშოროთ ისეთი დეფექტები, როგორიცაა კანის გაღიზიანება, შეშუპება, სიწითლე და ნაწიბურებიც კი. ის ასევე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც სხვადასხვა ლოსიონებში იყენებენ და შრამებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის.


⚡აიღეთ ბანანის ქერქი და წაისვით საჭირო ადგილას.

⚡დატოვეთ ერთი საათით ან მთელი ღამით.

⚡გაიმეორეთ ყოველდღე.

image








8. გეხმარებათ შაკიკთან და თავის ტკივილთან გამკლავებაში


თუ შაკიკთან გასამკლავებლად ბუნებრივ საშუალებას ეძებთ, შორს ნუ წახვალთ. ბანანის ქერქის შუბლზე ან კეფაზე დადება გეხმარებათ შაკიკთან და თავის ტკივილთან გამკლავებაში. ეს იმის გამოა, რომ ქერქი კალიუმს შეიცავს.


⚡ერთი საათით საყინულეში შედეთ ბანანის ქერქი.

⚡ერთი ნაწილი შუბლზე დაიდეთ, მეორე კი - კეფაზე.

⚡გაიჩერეთ მანამ, სანამ არ გათბება.

⚡კიდევ დაიდეთ გაყინული ქერქი, თუ ტკივილმა არ გაგიარათ.

image








9. საკვებს უფრო არომატულს ხდის


სტეიკი რომ უფრო გემრიელი იყოს, დაამატეთ ცოტაოდენი მწიფე ბანანის ქერქი შესაწვავ ტაფაზე. სტეიკი იქნება წვნიანი და თანაც, არომატული. ბანანის ქერქი კერძზე საბანივითაა, შეწვის დროს მას უნარჩუნებს მნიშვნელოვან თვისებებს და ატენიანებს.

image








10. ის გეხმარებათ ქავილისგან გათავისუფლებაში


ბანანის ქერქი კარგი სახლში მომზადებული წამალია კანის ქავილისთვის. ის ჰისტამინს ამცირებს მაგნიუმის, ვიტამინ C-სა და ვიტამინ E-ს ერთობლიობით. გამოიყენეთ ბანანის ქერქი შხამიანი თუთუბოსა და კოღოს ნაკბენის შესამსუბუქებლად.


⚡მოათავსეთ ბანანის ქერქი ქავილის ადგილას.

⚡გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

⚡მოიშორეთ და იგივე გაიმეორეთ სხვა ადგილებზეც, რომელიც გექავებათ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ქიშმიშის სასარგებლო თვისებებები

image


2. შვრიის სასარგებლო თვისებები

image


3. საკვები პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ

image


4. 17 საკვები, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ

image


5. 7 ბუნებრივი გზა ნაოჭების მოსაშორებლად

image






4
866
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
866
  
2018, 6 ივნისი, 6:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 5 ივნისი, 19:29
alex999 დიდი მადლობა ^^

დათიკო48 კარგი რჩევაა, ჯანმრთელობას გისურვებთ ^^
2018, 5 ივნისი, 9:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 5 ივნისი, 1:51
ძალიან სასარგებლო და კარგი სტატიაა
0 1 4