დიეტოლოგია სკანდინავიური დიეტა, რომელიც აღიარეს ყველაზე მარტივი კლების მეთოდად მსოფლიოში 2018, 4 ივნისი, 21:58 საბავშვო დიეტოლოგმა და ბიოტექნიკური კომპანიის დირექტორმა, სიუზი ვენგელმა შექმნა ძალიან მარტივი კვების მეთოდი, რომლითაც იკლებ ეფექტურად.
დიეტის ეს სახე წარმოადგენს კვების გეგმას, რომელიც აღიარეს ყველაზე მარტივად მსოფლიოში.
სკანდინავიური დიეტა აღიარეს ყველაზე მარტივად მსოფლიოში და ეფექტურად, მოდით გავიგოთ რატომ.... მარტივია იმიტომ, რომ თქვენ არ მოგიწევთ კალორიების დათვლა, რაციონში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობის განსაზღვრა. მთავარი პირობა: თითოეული კვება უნდა შედგებოდეს 4 სახის პროდუქტისაგან. (საკვები დაახლოებით მუშტის ზომა), 1 პორცია ცილა, 1პორცია ნახშირწყალი, 2 სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ცხიმი. თავდაპირველად, სიუზიმ დიეტა შექმნა საკუთარი თავისთვის. ვნახოთ, რას ყვება ის: "როდესაც თქვენი დიეტა არასწორია, თქვენც შეგიძლიათ წონაში დაკლოთ, მაგრამ, ამავე დროს თავს ცუდად გრძნობთ: კანის ფერი, თმის მდგომარეობა, თავის ტკივილი, ეს ყველაფერი მკაცრი დიეტის შედეგია. მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ, მე მოვიმატე ისე, რომ ვერ ვახერხებდი დაკლებას. მე თითქმის 100 კგ-ს ვიწონიდი (ეს ბევრია, თქვენც დამეთანხმებით) და ათობით დიეტას ვიყენებდი წონის დასაკარგავად . პრობლემა ის იყო, რომ 20-25 კგ მოკლებას ვახერხებდი, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მე კვლავ ვიმატებდი წონაში. მივხვდი, რომ მკაცრი შეზღუდვები პროვოცირებას ახდენდა ზედმეტი საკვების მიღების პროცეში. ამიტომ შევიმუშავე, საკუთარი კვების მეთოდი, რომლითაც 10 თვის განმავლობაში თითქმის 40 კგ დავიკელი და ახლა წონაში 60 კილოგრამი ვარ. ჩემს წონას უკვე 6 წელია ვინარჩუნებ. " მარცხნივ სიუზი 98 კგ, ხოლო შემდეგ 61კგ მოდით უფრო დეტალურად გავიგოთ სკანდინავიური დიეტის შესახებ დიეტოლოგის თქმით, ადამიანი კვირაში საშუალოდ კარგავს 0, 5 დან 1, 5 კგ-მდე. კარგი ამბავი ასევე ისაა, რომ შეგიძლიათ მიირთვათ წითელი ღვინო, სპაგეთი, მოამზადოთ კარაქით და ა.შ. სკანდინავიური დიეტით ქალები მიირთმევენ დაახლოებით 1500 კალორია, ხოლო მამაკაცები 2000 კალორიას, თან დათვლის გარეშე. როგორ გამოიყურება დიეტა? საუზმე ბოსტნეული (2 პორცია): რამდენიმე ცალი პომიდორი ჩერი და ბარდა. ცილოვანი (1 პორცია): 2 კვერცხი. ნახშირწყლები (1 პორცია): 1 ნაჭერი პური. ცხიმები (1 ს/კ.): კარაქი (პურზე წასმული). 1 ჭიქა ყავა რძით. სადილი ბოსტნეული (2 პორცია): სტაფილო, კიტრი, წიწაკა, პომიდორი, სოკო. პროტეინი (1 პორცია): პაშტეტი, კვერცხი, ბეკონის ნაჭერი. ნახშირწყლები (1 პორცია): პური. ცხიმები (1 ს/კ.): ყველი. ვახშამი ბოსტნეული (2 პორცია): სტაფილო, ძირთეთრა(სტაფილოს ოჯახის წევრი), სატაცური. ცილოვანი (1 პორცია): კოტლეტი ნახშირწყლები (1 პორცია): ჭიქა ღვინო. ცხიმები (1 ს/კ): Béarnaise სოუსით, ცოტა კარაქი, რომელშიც ბოსტნეული არის შემწვარი გახსოვდეთ! ეს არის მაგალითი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ პროდუქტები, ოღონდ უნდა დაიცვათ 4 პირობა. აუცილებლად გააზიარეთ, გისურვებთ წარმატებებს. 238 8-ს მოსწონს
|