ივენთები ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინული მუსიკალური პროექტის “იქს - ფაქტორის” შემდეგი ეტაპი იწყება 2018, 4 ივნისი, 11:59 საკმაოდ ცნობილი და ძალიან ყურებადი ტელეპროექტი “იქს - ფაქტორი” ახალ ეტაპზე გადადის და დაძაბული ორი საკმაის შემდეგ, ლაივ-კონცერტები იწყება. ლაივ-კონცერტები ორშაბათიდან მომზადდება მაყურებლისთვის დაპროექტის 10 მონაწილე ცოცხალ მუსიკას შესაბამის ქორეოგრაფიულ ნომერთან ერთად ფილარმონიის დიდ სცენაზე შეასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ ორი სკამის დრამატული და ემოციური ტური საკმაოდ დიდი წარმატებით დასრულდა. ბოლო გადაცემას ქართულ ტელესივრცეში განსაკუთრებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ამ პროცესის განმავლობაში, მენტორებმა საკუთარი გუნდების ფორმირება დაასრულეს და მონაწილეებთან ერთად მზადა რიან ლაივ-კონცერტებისთვის. ბოლო გადაცემაში აქამდე უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა და მეხუთე მენტორი- ანრიჯოხაძე გამოჩნდა, რომელიც ყველა თაობისთვის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი შემსრულებელია. ანრის გამოჩენით პროექტში, იმ მონაწილეებს, რომლებიც სხვა მენტორების ფინალურ გუნდებში არ აღმოჩნდნენ განსაკუთრებული საშუალება მიეცათ, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ. ახალმა მენტორმა არჩევანი გოგოებისა და ბიჭების კატეგორიაზე შეაჩერა და იმ 4 გუნდის პარალელურად, კიდევ 2 მონაწილეს მისცა კუნკურსში დარჩენის შანსი. ამ დროისათვის გუნდების გადანაწილება ასეთია:
13 2-ს მოსწონს
|