მსოფლიო ნატო რუსეთთან საომრად ემზადება 2018, 3 ივნისი, 15:45 თუ არ გავაძლიერეთ საბრძოლო მზადყოფნა, რუსეთი თავს დაგვესხმება, ამ ლოგიკით ნატომ გადაწყვიტა შექმნას ოპერატიული რეზერვი, იუწყება Die Welt-ი იგეგმება, რომ ამ რეზერვში იქნება 30 000 სამხედრო მოსამსახურე, ასობით სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ჰაერში და წყალში საბრძოლველად.საბრძოლო მზადყოფნისთის დასჭირდებათ დაახლოებით ერთი თვე. სამხედრო სარეზერვო ძალის შექმნის ინიციატორი იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ეს საკითხი უნდა განიხილონ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვერდაზე თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა.-იუწყება გამოცემა გარდა ამისა, ნატოს სურს ყურადღება დაუთმოს სამხედრო მობილურობას, ამიტომ შესაძლებელია სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოხდეს მოკლე დროში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ნატოს შეიარაღების განლაგების შესახებ მათ საზღვრებთან. ამაზე აპრილში უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის ასეთი ქმედებები იწვევს კონფლიქტის წარმოქმნას და შეტაკების პროვოცირებას. 45 შეფასება არ არის
|