x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
"გვარამია, შენ ჩაჯდები - ქალზე ძალადობისთვის! სოლიდარობა გვარამიას ძალადობის მსხვერპლ მთვარისა ნავერიანს!

image


"გვარამია, შენ ჩაჯდები - ქალზე ძალადობისთვის!
სოლიდარობა გვარამიას ძალადობის მსხვერპლ მთვარისა ნავერიანს!

ეს წუთია, ქალბატონ მთვარისა ნავერიანთან ჩავიწერე ინტერვიუ (რომელსაც ორშაბათის “ასავალ-დასავალში" იხილავს მთელი საქართველო), ზაზა სალარიძის სოლიდარობის ნიშნად პროკურატურასთან მისულს ნიკა გვარამიამ, ყველას დასანახად რომ სცემა და უბინძურესი სიტყვებით აგინა!

ამაზე საქმე პოლიციაში, 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე შს განყოფილებაში, უკვე აღიძრა და სამხარაულის საექსპერტო ბიუროში, დაზარალებულს დაუდგინდა სისხლჩაქცევები გულმკერდისა და მკლავების არეში!
ასევე, არსებობს პოლიციის განყოფილებაში გამოძახებული სასწრაფო დახმარების დოკუმენტიც, როდესაც დაზარალებულს წნევის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ინექციები გაუკეთეს!


მოკლედ, გვარამია ციხეში უნდა ჩაჯდეს - ამაზე ბევრად ნაკლები დანაშაულისთვის, ქართული მარშის 7 ვაჟკაცი, ორ თვეზე მეტია, გლდანის საპატიმროში ჰყავთ გამოკეტილი!

აი, ეს არის გვარამია, მისი რ2, მხარდამჭერი პოლიტმეძავები და ასო-ები, დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ჰომოფობიაზე და “სიძულვილის ენაზე" რომ აქვთ წაგდებული ენები!
რა ნამუსით მუშაობენ რ2-ელი ჟურნალისტები ამის შემდეგ გვარამიასთან?!
სად არიან ენაგრძელი ბაბუცა პატარაია, სახალხო დამცველი ლომჯარია და სხვა სოროსელი ჭინკები?!
რატომ არ გაიძახით მთელი მსოფლიოს გასაგონად, ფარისეველო უფლებამცველებო:
“მე მთვარისა ნავერიანი ვარ!"

შს მინისტრ გახარიას კი მივმართავ, რომ პირადად გავაკონტროლებ საქმის მიმდინარეობას და მთელ საქართველოს გავაგებინებ თუ ქალზე მოძალადე გვარამიას არ აგებინებთ პასუხს!"-წერს გიორგი გიგაური.















5
6704
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
6704
  
2018, 6 ივნისი, 11:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 6 ივნისი, 11:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ივნისი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 4 ივნისი, 7:02
რა ქნას გვარამიამაც, არ უყვარს ქალები. პატარა ბიჭები მოწონს
2018, 3 ივნისი, 21:52
რათქმაუნდა,პასუხი უნდა აგოს და მთელი სიმკაცრითაც! უყურე მაგ დემოკრატიის მოძალადე შუქურას!
0 1 5