სხვა რატომ ჩნდება და რაზე მიუთითებს თეთრი ლაქები და ხაზები ფრჩხილებზე? - ეს უნდა იცოდეთ! 2018, 22 ივნისი, 10:46 ფრჩხილების მოსასვლელად, ჩვენ ვხარჯავთ ფულსა და დიდ დროს, თუმცა ფრჩხილები არა მარტო არაესთეტიკურ როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში, არამედ შეუძლიათ დაადგინონ სხეულის მდგომარეობა.
გაინტერესებთ, რატომ ჩნდება და რაზე მიუთითებს ფრხილებზე გაჩენილი თეთრი ლაქები და ხაზები? ● თეთრი ლაქები ფრჩხილებზე. სავარაუდო მიზეზი: ტრავმა. მცირე ზომის თეთრი ლაქები საგანგაშო ნამდვილად არაა და საფრთხეს არ წარმოადგენს, როგორც წესი, მიუთითებს სხეულის მცირე ტრავმას. ის ასევე ვიტამინების ნაკლებობის სიგნალი შეიძლება იყოს. ● თეთრი, ჰორიზონტალური ლაქები ფრჩხილებზე. სავარაუდო მიზეზი: ტრავმა ან თუთიის ნაკლებობა. ფრჩხილზე, ჰორიზონტალური ხაზები შეიძლება გაჩნდეს მცირე ტრავმის შედეგად ან თუთიის და კალციუმის ნაკლებობის გამო. უფრო იშვიათ შემთხვევაში, ის მიუთითებს დიაბეტსა და ფსორიაზის შესახებ. ● თეთრი, ვერტიკალური ლაქები ფრჩხილებზე. სავარაუდო მიზეზი: ვიტამინების ნაკლებობა ან ტრავმა. ვერტიკალური ლაქები ფრჩხილებზე - კუტიკულის დაზიანების ნიშანია. ის ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული ხშირი მანიკიურის შედეგად, ასევე ვიტამინი B12, თუთია და მაგნიუმის ნაკლებობით. 50 წლის ასაკის ზევით, მსგავსი ლაქები სრულიად ნორმალურია. ● თეთრი, უფერული ფრჩხილები. სავარაუდო მიზეზი: ღვიძლის დაავადება. თუ ფრჩხილებზე მოულოდნელად აღმოჩენთ მსგავს თეთრ ლაქებს, ეს შეიძლება იყოს ჰეპატიტის საწყისი ან ღვიძლის სხვა პრობლემების ნიშანი. იხილეთ აგრეთვე: პროდუქტები, რომლებიც ვნებს და ამსხვრევს ფრჩხილებს - აუცილებლად გაითვალისწინეთ! 406 16-ს მოსწონს
|