x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ირაკლი კობახიძე: არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნება

image


პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო არასრულწლოვანების გამოძიებაში ჩაერთვება და ხელისუფლება თანახმაა პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას.


„უმრავლესობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღარ იყოს ამ საქმის ირგვლივ დამატებითი კითხვები, ამიტომ პარლამენტი ჩაერთვება ამ საქმის გამოძიების პროცესში და შეიქმნება დროებითი საპარლამენტო კომისია, “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„არასოდეს არ შექმნილა დროებითი საპარლამენტო კომისია, როცა საქმე ისევ ძიებაშია, ყოველთვის ძველ საქმეზე უწევდა პარლამენტს მუშაობა, მაგრამ რაკი ახლა საზგადოებრივი ინტერესი დიდია, გადაწყდა შევქმნათ კომისია, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს და შემდეგ განისაზღვრება კომისიის წევრთა შემადგენლობა, “ - აღნიშნავს უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი.

0
12
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0