დიეტოლოგია ჯანსაღი კვება - საუკეთესო გზა ზედმეტი წონის მოსაშორებლად 2018, 31 მაისი, 3:02 ![]() ახლა რაც შეეხება თვითონ ჯანსაღ კვებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მივიღოთ ნატურალური პროდუქტი და გავანაწილოთ ის დღის სხვადასხვა მონაკვეთზე. ჯანსაღი კვება არის ყველაზე ეფექტური გზა წონაში დასაკლებად ისე, რომ შიმშილის გრძნობა არანაირად არ გაწუხებს. დღის განმავლობაში უნდა ვჭამოთ 5-6 ჯერ და პატარ-პატარა ულუფებით. რაც უფრო პატარაა ულუფა და კვების სიხშირე მეტი, მით უკეთესია როგორც შედეგისთვის, ასევე ორგანიზმისთვის. დილის რაციონში უნდა შედიოდეს: ნახშირწყლები, ცილები და ბოსტნეული. შუადღეზე - ცილები და ბოსტნეული, ხოლო საღამოთი მხოლოდ ცილები. ნახშირწყლების სახით შეგვიძლია მივიღოთ: წიწიბურა, ბრინჯი და შვრიის ფანტელები. ცილებს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: კვერცხი, ქათამის ფილე, თევზი, საქონლის ხორცი, ლობიო, ბარდა, ხაჭო და კეფირი. რაც შეეხება ბოსტნეულს, მწვანე ბოსტნეული ყოველთვის დაბალკალორიულია. ხილი შეგვიძლია ჩავამატოთ ჭამის შუალედებში. დაუშვებელია პროდუქტების შეწვა ცხიმში, ისინი უნდა მოვხარშოთ ან შევწვათ გრილზე. უნდა ვეცადოთ რომ თავი შევიკავოთ ტკბილეულისგან, ცომეულისგან, ცხიმიანი საკვებიგან და მარილიანი პროდუქტისგან. პურზე კატეგორიული უარის თქმა მთლად კარგიც არ არის ასე, რომ დღის პირველ ნახევარში რეკომენდირებულია 1 ნაჭერი პური, რაც შეეხება ტკბილეულს, რომელიც საჭიროა თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, შეგვიძლია მივიღოთ თაფლისა და შავი შოკოლადის სახით, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. ![]() ჯანსაღი კვება - ეს არის ასე რომ ვთქვათ უმტკივნეულო გზა წონის დასაკლებად, რადგანაც იმდენად ბევრ საკვებს იღებ დღის განმავლობაში, რომ შიმშილის გრძნობა არ გაწუხებს და გარდა ამისა თავს გრძნობ მსუბუქად და ჰაეროვნად. სასტიკად მიუღებელია შიმშილობის გზით წონის დაკლება, რადგანაც ამ დროს ორგანიზმი ყველანაირად იშლება და თქვენი ამგვარი ქმედება ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. წონის დასაკლებად შერჩეული "თვითწვალება" შეიძლება სავალალოც კი აღმოჩნდეს და ადამიანი ანორექსიამდე მიიყვანოს რაც არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა. ასე, რომ ჯობს დაიკლოთ ჯანსაღად თვეში 3-4 კგ., ვიდრე თქვენი მომავალი საფრთხეში ჩააგდოთ და ორგანიზმს ზიანი მიაყენოთ. და დაიმახსოვრეთ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. 3372 2-ს მოსწონს
|