x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
უინსტონ ჩერჩილი – გზა წარმატებისკენ
image„დიდი გამბედაობაა საჭირო, რომ ადგე და თქვა ის, რაზეც ყველა დუმს, მაგრამ, ამავე დროს, გამბედაობაა ისიც, როცა შეგიძლია შენს ადგილას იჯდე და ეს ყოველივე მოთმინებით ისმინო“

„ჩვენ ვარსებოთ იმით რასაც ყოველდღიურად გამოვიმუშავებთ, მაგრამ ვცოცხლობთ იმით, რასაც ყოველდღიურად გავცემთ“

უინსტონ ჩერჩილი – ალბათ უმრავლესობისთვის ნაცნობი სახელია. ის იყო ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, მეორე მსოფლიო ომის დროს.

ჩერჩლი გახლდათ მწერალი, ისტორიკოსი, პოეტი და მსახიობიც კი. ბრიტანეთის ერთადერთი პრემიერ მინისტრი, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.


ამ პოსტში შემოგთავაზებთ, იმ წესსა და პრინციპებს, რომლებსაც სერ უინსტონი განუხრელად მისდევდა და იყენებდა თავის მეტად საინტერესო და თავგადასავლიანი ცხოვრების განმავლობაში.

♯1მიმართეთ მთელი ყურადღება იმისკენ, რითაც იმ წუთში ხართ დაკავებულნი.

შეცდომაა ძალიან შორს ყურება. ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის პრინციპზეა აგებული და ყოველი რგოლის თანმიმდევრულად გამყარებაა საჭირო“

უ.ჩერჩილი

როცა ძალიან შორს, მომავალში, იწყებთ ყურებას, ნებისმიერი ჩანაფიქრი მეტად ახლოს და მარტივად განხორციელებადად გეჩვენებათ. ამ დროს შეიძლება ილუზიების ტყვეობაშიც კი მოექცეთ. აირჩიეთ მიზანი კარგად გაიაზრეთ, დაგეგმეთ და მის ხორცშესხმას ნაბიჯ–ნაბიჯ, თანმიმდევრულად შეუდექით. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ეჭიდებით საკუთარი ქვე გეგმები აქვს, რომლის კეთება ყოველდღიური რუტინის ნაწილია.

ყოველი ასეთი ნაბიჯი მასთან გაახლოებით, მოახდინეთ სრული კონცენტრირება და თავიდან ბოლომდე გადაერთეთ მიზნისკენ სწრაფვაში. ყოველი ასეთი ქვეგეგმის ბოლომდე მიყვანა, მენტალურადაც გაძლიერებთ და შემდგომი ნაბიჯი, უფრო მარტივადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს ყოველივე ყოველდღიური ნებისყოფის გამოვლინებაა, რაც ხასიათს აყალიბებს ადამიანში, მას უფრო ორგანიზებულსა და მიზანსწრაფულს ხდის.

♯2 – ნუ გაჩერდებით, იმოქმედეთ.


მე არასდროს ვნერვიულობ, როცა რამეს ვაკეთებ, ვნერვიულობ მაშინ, როცა უმოქმედოდ მიწევს ყოფნა“

უ.ჩერჩილი

მოქმედებამ შესაძლოა ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ და მარცხიც განიცადოთ თქვენს წამოწყებაში. ამის რისკი ყოველთვის მაღალია, მაგარამ თუ ხელს არ გაანძრევთ და სტატიკურ მდგომარეობაში დარჩებით, ერთ რამეში ნამდვილად გარანტირებული შეგიძლიათ იყოთ – უკეთესობისკენ ვერაფერს შეცვლით.

როგორ გამოვიმუშავოთ ყოველდღიური ჩვევა, მოქმედებისთვის. სამი რჩევა:

დაუბრუნდით აწმყოს, მყარად გაათვიცნობიერეთ ის რეალობა, რომელშიც გიწევთ ცხოვრება: იფიქრეთ მხოლოდ იმაზე – რა უნდა გააკეთდეს ახლა, ამ წუთში. მოიშორეთ ყველა სხვა ქვეფიქრი. როცა იწყებთ რამის კეთებას და კონცენტრირებას კონკრეტულ საქმეზე ახდენთ, ტვინის არ იღლით, სხვა რამეზე ფიქრით, თავიდან ბოლომდე გადართული ხართ ერთზე. ეს პროცესია, როცა სწორი გადაწყვეტილებებიც თვითონვე მოდიან, ყოველგვარი დაძაბვისა და ემოციური სტრესის გარეშე.

მოეშვით: არ არის საჭირო პრობლემის გადაჭარბებულად აღქმა და ზედმეტი დრამატიზირება. როცა ამ დაბრკოლებებს წარმოიდგენთ მათი გადაჭრა წარმოუდგენლად ძნელად მოგეჩვენებათ. ცოტა მოეშვით და მაშინვე მიხვედებით, რომ ის ხელოვნური ბარიერები, რომელებიც თქვენ თვითონვე შეუქმენით საკუთარ თავს, არც ისე რთული გადასალახია. მსუბუქი მიდგომით, ნებისმიერი პრობლემაც მსუბუქად გადაჭრადია.

დაიწყეთ ყველაზე პატარიდან: ალბათ ყველას გვქონია ისეთი მდგომარეობა, როცა ვზივართ საწერ მაგიდასთან და ვერ ვერევით საკუთარ თავს. გვინდა საქმის დაწყება, მაგარმ გვეზარება. გამოსავალი შესაძლოა აქაც მარტივი აღმოჩნდეს. დაიწყეთ ყველაზე უმნიშვნელოთი. მაგალითად: მიალაგეთ საწერი მაგიდა. აქ მთავარია, უბრალოდ რამე გააკეთოთ, ამის შემდეგ იმდენად ძნელად აღარ მოგეჩვენებათ, ის სამქე რაზეც ასე დაჟინებით ფიქრობდით. ძნელია ერთბაშად შეეჭიდო სირთულეებს, სჯობს ყოველთვის მარტივიდან დაიწყოთ და მერე ყველაფერი თავისით, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, აეწყობა.

♯3 –იყავით ოპტიმისტი.

პესიმისტი ყველა შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი პირიქით– ნებისმიერ სიძნელეში ახალ შესაძლებლობას“

მე ოპტიმისტი გახლავართ. სხვა დანარჩენში, პრატიკულად გამოყენებადას, ვერაფერს ვხედავ“

უ.ჩერჩილი

მიმართეთ ყურადღება იმისკენ, რაც გაძლიერებთ და თვითრწმენას გმატებთ. ნუ შეეცდებით საკუთარი თავის მსხვერპლად გამოყვანას. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროა.
როგორ გავხდეთ ოპტიმისტები? ამას დრო და საკუთარ თავთან რუტინული მუშაობა ესაჭიროება.

წინ დააყენეთ ფუნდამენტალური პრინციპები. ეს ყველაზე მთავარია პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენი ცხოვრების წესს: – საკვებ რაციონს, ძილს და დილის ვარჯიშს. ყოველდღიურობა პირდაპირ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, აზროვნებასა და შინაგან ენერგიაზე. მაგალითად:– ვარჯიში ხელს უწყობს ტესტოსტერონის ამაღლებას, რაც ავტომატურად მოქმედებს განწყობაზე და პოზიტივის შემომტანია.

დადებითი ზეგავლენა. შეეცადეთ რომ გონება მიმართოთ დადებითი მოვლენებისკენ – მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იკონტაქტეთ ხალხთან, რომლებიც კარგად მოქმედებენ თქვენზე, წაიკითხეთ წიგნები. ადამიანის ფიქრი და განწყობა გადამდებია, როგორც პოზიტივი ისე ნეგატივი. მინიმუმამდე დაიყვანეთ ურთიერთობა ისეთ ხალხთან, რომლებიც ცუდ ზეგავლენას ახდებნენ.

კონტექსტი: იმას რასაც დილით აკეთებთ, ქვეტექსტად მიყვება მთელს დარჩენილ დღეს. ფსიქოლოგიური ტენდენციაა, რომ რითიც იწყებ მოქმედებას, შემდგომში ცდილობ რომ დანარჩენი შენი ქმედებები მასთან შესაბამისი და თანმიმდევრული გახადო. ეს უპირატესობაა და აუცილებელია მისის პრაქტიკული გამოყენებაც – თუ შესაძლებელია, ყველაზე ძნელი საქმე დილითვე მოამთავრეთ და მერე მიუყევით სხვა დანარჩენს. ეს მოგიხნით დაძაბულობას, უფრო ხალისიანად იგრძნობთ თავს და დარჩენილის გასაკეთებლად, ბევრად ნაკლები შინაგანი წინააღმდეგობა გექნებათ.

მოიქეცით ისე, როგორც გინდათ რომ თავს გრძნობდეთ. ყველა მისაღები ხერხით გაიუმჯობესეთ განწყობა, ხშირად გაიღიმეთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ვერბალურ თუ სხეულის ენას. ცოტა უცნაურად კი იგრძნობთ თავიდან თავს, მაგარმ მერწმუნეთ, ეს ხერხი აპროპირებული მეთოდია და კარაგადაც მუშაობს.

♯4 – იყავით თანმიმდევრულნი. არ დანებდეთ!

უწყვეტი ძალისხმევა– ჩვენი შესაძლებლობის გასაღებია“

ჯოჯოხეთშიც რომ მოგიწიოთ გავლამ, ნუ შეჩრდებით– განაგრძეთ გზა“

უ.ჩერჩილი

სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველაფერი დაჩქარებულია, თვით დროც კი, ამიტომაც ყველაფერზე სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილებების ამ რეჟიმშივე მიღება გვიწვეს, რაც შეცდომის ალბათობას მეტად ზრდის. 4–5 ასეთი შეცდომის შემდეგ ნორმალურია, დანებდე და დაკარგო რწმენა. მაგრამ რა ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა მარცხის მიუხედავად ადამიანები მაინც განაგრძობენ წინ სვლას? ხალხი, რომლებიც თითოელ წარუმატებლობას სასარგებლოდ იყენებენ…

ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანები რომლებიც ადრეულ სტადიაზევე ნებდებიან, უდიდეს შეცდომას უშვებენ. ზოგიერთი წარმატებას აღიქვამს, როგორც გარკვეულ დროსა და სივრცეში მისაღწევ სუბსტანციას, თავისი „ლიმიტითა“ და „დედლაინით“, რომლის იქით უკვე აზრს ჰკარაგავს ყველაფერი. დროის განსაზღვრა, ამა თუ იმ მიზნის განსახორციელებლად, შესაძლოა საერთოდ მოწყვეტილი იყოს რეალობას. სოწრედ აქ სჯობს შეჩრდეთ, გადააფასოთ განვლილი და უფრო რეალურად შეხედოთ მიზნის განსახორციელებელ გეგმას, რჩევა სთხოვოთ ისეთ ადამიანებს, რომლებმაც უკვე განვლეს შენს მიერ გასავლელი გზა, გადახედოთ წიგნებს და მასალას, რომელიც რაღაც ახალ ხედვას მოგცემთ იმ პრობლემების დასაძლევად, რისი გადალახვაც უწინ წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. ყოველივე ეს არ გამორიცხავს შემდგომ დაბრკოლებებს და ალაბათ მათ გარეშეც არ იქნება, სამაგიეროდ, პერსპექტივაში, უფრო მეტი გეცოდინებათ თუ რა არის საჭირო A–დან B წერტილამდე მისასვლელად.

იმის თქმა ნამდვილად არ მსურს რომ ეს უნდა იყოს განუწყვეტელი ციკლი – იარო ერთსა და იმავე მიმართულებით. შეიძლება მართლა გაჩერდე კიდეც სადმე, როცა იმის იქით უკვე აღარ არის არაფერი. თუმცა ეს უკვე გამოცდილებაა, ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს და რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგება.

♯5 – ნუ დაკარგავთ ენთუზიაზმს.

წარმატება:– წარუმატებლობიდან – წარუმატებლობამდე სავალი გზაა, რომელსაც თან ახლავს ენთუზიაზმი“

უ.ჩერჩილი

ძალიან ადვილია შუა გზაზე დაცემა, როცა შენი საქმე ისე ვერ მიდის, როგორც წინასწარ გქონდა დაგეგმილი. მარცხის განცდამ, შესაძლოა მთელი ენთუზიაზმი პესიმიზმად გიქციოთ.

როგორ შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი ყველაფრისდა მიუხედავად? როცა რაღაცას ეჭიდება, გათვიცნობიერებული უნდა გქონდეს მისი მნიშვნელობა, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად შენი, ის რაც მართლა გინდა და რომლის გულისთისაც მზად ხარ მსხვერპლის გასაღებად.

განწყობის შსაქმნელად და უარყოფითი ემოციების თავიდან ასარიდებლად ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. მათი გამოყენება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც შეიძლება. ამას შესაძლოა ორიოდე კითხვაც დავუმატოთ რომლებიც პოზიტივის შემომტანი იქნება, ერთი შხედვით, გამოუვალ სიტუაციაში. აი ისინიც:

რა შეიძლება ვისწავლო ყოველივე ამისგან?
რა არის შექმნილი მდგომარების ხელჩასაჭიდი, დაფარული შესაძლებლობა?

♯6 – გახსოვდეთ, უბედურებების უმრევლესობა, რომელებზეც ცხოვრებაში გიფიქრიათ, არ ხდება.

ჩემს აწ გარდასულ განცდებს რომ ვუბრუნდები, ერთი მოხუცი მახსენდება, რომელიც უკვე სიკვდილის სარეცელზე იყო მიჯაჭვული. ბოლო რაც მან წარმოთქვა იყო: – ცხოვრების განმავლობაში, უამრავი უბედურება განმიცდია, რომელთაგან უმრავლესობა რეალურად არ მომხდარა“

უ.ჩერჩილი

აზრი და შინაგან განცდები, ფიქრთა ის დიაპაზონი, რომელსაც ყოველწამიერად განვიცდით, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. ამ შიშების უმრავლესობა, რომლებიც გვგონია რომ უნდა მოხდეს, არ ხდება. ეს ის აზრის დემონია (შიში), მუდამ რომ გვტანჯავს და რომც მოხდეს, ხშირ შემთხვევაში, ისეთი მტკივნეული არ იქნება, როგორადაც წარმოგვედგინა. შფოთი – ეს უბრალოდ დროის კარგვაა!

ერთი წუთით რომ ჩავუღრმავდეთ ჩვენს ფიქრებსა და განცდებს, დავრწმუნდებით რომ უმეტესობა მათგანი, რისიც გვეშინოდა სინამდვილეში არ მომხდარა.





0
1009
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩი მაკაშ
არჩი მაკაშ
1009
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0