ფეხბურთი სამირ ნასრის 2 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება 2012, 30 ივნისი, 21:37 გამოცემა ''ეკიპის'' მტკიცებით, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი სამირ ნასრის დისკვალიფიკაცია ემუქრება . წყაროს თანახმად, ფეხბურთელის სასჯელის სავარაუდო მაქსიმალური ვადა ორი წელია . საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში მიიღებს . მიზეზი კი ესპანეთთან მატჩის წაგების შემდეგ ჟურნალისტის სიტვყიერი შეურაცხყოფაა - როგორც ამბობენ, წაგებით აღშფოთებულ ნასრის ჟურნალისტის კრიტიკული შეკითხვა არ ეპიტნავა და მას უცენზურო სიტყვების კორიანტელი დააყენა თავს . 132 4-ს მოსწონს
|