x
image
ცუდი ბავშვი
მოჩვენება ნისლში

image ისეთი ხიფათიანი ვიყავი მშობლებს ჩემი მარტო დატოვება ერთი წამითაც ეშინოდათ თუმცა მაინც ვახერხებდი მათი თვალთახედვიდან შორს წასვლას და უშიშრად სეირნობას უდაბურ ტყეებში და მთელი ღამით გადაკარგვას რის გამოც ხშირად ვისჯებოდი. ერთხელაც მშობლებისგან თავის დაღწევის შემდეგ წავედი მარტომ საბანაოდ მდინარეზე. კარგად ხნის ბანაობის მერე მოულოდნელად დიდი წყალი მოვარდა და რამოდენიმე კილომეტრით შორს წამიღო, გზად ბევრი წყალი ვყლაპე და კარგადაც დავიჟეჟე ქვებზე მიხეთქებით. როდესაც თავი დავაღწიე მდინარეს და ცოტა ამოვისუნთქე მდინარეს ზემოთ ავუყევი სოფლისკენ. გზაში დამაღამდა და დაღლილმა ცოტახნით დასვენება გადავწყვიტე, იქვე დიდ ქვაზე ჩამოვჯექი. ჩამეძინა და როდესაც გავიღვიძე თავი პატარა ძველ ქოხში ამოვყავი. ქოხიდან გამოვედი ირგვლივ სულ ტყე და საშინელი ნისლი იყო. არ ვიცოდი საით წავსულიყავი უაზროდ დავიწყე აქეთ იქეთ სიარული, მოულოდნელად ნისლში რამდენიმე მეტრში დავინახე შავი ადამიანის მაგვარი მოჩვენება რომელსაც ვთხოვე ჩემთვის გზა ესწავლებინა, მან ხელი ერთი მიმართულებით გასწია და მიმითითა რომ იქით უნდა წავსულიყავი. წავედი მიმართულების მიხედვით და ბევრი სიარულის შემდეგ ნისლის აჩრდილი ისევ წინ დამხვდა. მან ხის კენწეროსაკენ გაიშვირა ხელი, მივხვდი რომ ხეზე უნდა ავსულიყავი რატომღაც და ავედი, ერთი წუთიც არ გასულა რომ მოულოდნელად მგლების ხროვა დავინახე რომლებიც იმ მიმართულებიდან მოდიოდნენ საითაც მე უნდა წავსულიყავი. ამ დროს გათენდა და ხის კენწეროდან ჩემი სოფელი დავინახე რამოდენიმე კილომეტრში. ჩამოვედი ტყეს გავცდი და უკან მივიხედე ტყისკენ. აჩრდილი ტყის პირას იდგა სიბნელეში რომელსაც მადლობა გადავუხადე და წავედი.

2
23
6-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
23
  
2018, 30 მაისი, 1:41
ფანტასტიკის ჟანრში რომ სცადო წერა მგონი ნორმალურად გამოგივა. მიაწექი მაგას :)
2018, 29 მაისი, 23:07
შენ ძმაო, უცხოპლანეტელებთანაც გექნება კავშირი. :)))
0 1 2