x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
რას მოგვითხრობს მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება


ავტორის შესახებ ტექსტში მითითება არ არსებობს. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით "მარკოზის სახარების" ავტორი თავად მოციქული მარკოზია, რომელმაც ეს ტექსტი შეადგინა 43 წელს. მარკოზი უმეტესად იმყოფებოდა ქალაქ რომში და მან რომაელ მორწმუნეთა თხოვნით აღწერა იესოს საქმეები და ცხოვრება. ყოველ შემტხვევაში ასე მოგვითხრობს საეკლესიო გადმოცემა. ამ ტექსტის შექმნის შემდეგ ის შემოწმდა თავად პეტრეს მიერ, დამოწმდა მის მიერ რომ ჭეშმარიტია და მარკოზი მივლინებულ იქნა ეპისკოპოსად ეგვიპტეში, სადაც მან დააარსა ალექსანდრიის ეკლესია, რომელმაც შემდგომ პერიოდში იქაური დიდი ფილოსოფიური ცენტრი გაანადგურა და უდიდესი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა თავისი შეუფასებელი ცოდნით - ცეცხლს მისცა. ამ მოვლენებზე გადაღებულია ფილმი "აგორა".


მკვლევარები კი სრულიად განსხვავებულად მიიჩნევენ, ვიდრე საეკლესიო ტრადიცია მიიჩნევს. მკვლევართა დასკვნა ასეთია, რომ მარკოზის სახარება დაიწერა 66-70 წლებში. ეს მარკოზის სახარებას აქცევს არა მეორე (როგორც საეკლესიო ტრადიცია მიიჩნევს), არამედ პირველ ახალაღთქმისეულ სახარებად, ვინაიდან მათეს სახარება დაახლოებით 75 წელს დაიწერა. მარკოზის სახარება შეიქმნა დაახლოებით იმ დროს, როდესაც ხდებოდა ნერონის მიერ ქრისტიანების განადგურება რომში. ტექსტი არ შექმნილა მარკოზის მიერ. მისი შემქმნელი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ავტორი განიცდიდა ბერძნულ-რომაული ლიტერატურის, ბიოგრაფიების და რიტორიკული ფორმების, ასევე რომის იმპერიაში გავრცელებული იმდროინდელი პოპულარული ნოველების, რომანსების და ჰომეროსის შემოქმედების გავლენას. უძველეს პაპირუსს, რომელზეც ახალი აღთქმის ტექსტია დაწერილი ჰქვია პაპირუს 46, რომელიც შექმნილია 175 - 225 წლებში. ის ინახება მიჩიგანის უნივერსიტეტის პაპირუსთა კოლექციაში.


პაპირუს 46 - უძველესი დღემდე მოღწეული ტექსტი ახალი აღთქმისა



შემოგთავაზებთ იესოს მოწოდებებს და ამონარიდებს ქადაგებებიდან მარკოზის სახარების მიხედვით:


მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება

მარკოზის სახარება




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
414
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0