სხვა როგორ გავაკეთოთ სწორად "აჯიმანიები" 2012, 5 აპრილი, 16:44 ![]() უმჯობესია პირველრიგში იცოდეთ, რომ სჯობს 5-ჯერ გააკეთოთ 20-20 ი აჯიმანია დროგამოშვებით, ვიდრე 100 შეუსვენებლად.თუ რა თქმა უნდა კუნთები განვითარებული გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ 4-5 ჯერ გააკეთოთ ას-ასი.კარგად რომ განავითაროტ კუნთები, საკმარისია დღეში გააკეთოთ 20 აჯიმანია 3-ჯერ.ვარჯიშის დროს ნუ მოდუნდებით.ვარჯიშები გააკეთეთ მინიმუმ იქამდე, სანამ არ იგრძნობთ კუნთებში ცოტაოდენ დაღლას.აჯიმანიების გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, არააქვს მნიშვნელობა თქვენ დაკავებული ხართ თუ უსაქმური, 10-15 წუთი ვარჯიშისთვის ყოველთვის გამოინახება. როგორ გავაკეთოთ სწორად "აჯიმანია"? აჯიმანიის დროს უნდა დაუკვირდეთ იმას, რომ სხეული იყოს სწორად, თეძოები არ იყოს აწეული ზევით და ხერხემალი არ იხრებოდეს ქვევითკენ. ასევე სუნთქვასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, აუცილებელი პირობაა: სხეულის დაშვების დროს შევისუნთქოთ აწევის დროს ამოვისუნთქოთ არსებობს სხვადასხვა სახის "აჯიმანიები": მაგალითად:ფართოდ გაშლილი ხელები, ხელის გულებზე, შებრუნებულ ხელებზე, მუშტზე, თითებზე... ეს სხვადასხვა სახეები, კუნთებს აძლევენ სხვადასხვა დატვირთვას. ხელების მდებარეობაზე არის დამოკიდებული, თუ რომელ კუნთს მივცემთ დატვირთვას. 1981 3-ს მოსწონს
|