x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
3 სავარჯიშო , რომ არ დავკარგოთ სიბერემდე მყარი გონება და ნათელი მეხსიერება
რეგულარული ვარჯიში გეხმარებათ ასაკთან ერთად შეინარჩუნოთ კარგი მეხსიერება და მყარი გონება. გთავაზობთ, 3 მარტივ სავარჯიშოს, რომლებიც თქვენს კოგნიტურ ფუნქციიებს გააუმჯობესებენ:

ფერადი ტექსტიimage
თქვენს წინაშეა სიტყვები, რომლებიც სხვადასხვა ფერითაა დაწერილი. დაიწყეთ პირველი სიტყვიდან და ხმამაღლა წარმოთქვით ფერი, რომლითაც დაწერილია ტექსტი. მიდით ბოლომდე და შემდეგ დაიწყეთ პირიქით, ქვემოდან ზემოთ წაკითხვა. თავიდან ცოტა გაგიჭირდებათ, რადგან ტექსტის აღქმაზე და ფერის აღქმაზე, სხვადასხვა ნახევარსფეროები მუშაობენ.
სასარგებლოა: ალცჰეიმერის დაავადების ეფექტიანი პროფილაქტიკისთვის. ასევე ხდება ნახევარსფეროებს შორის ახალი კავშირების დამყარება, ავარჯიშებს ყურადღების კონცენტრაციას და ყურადღების გადატანის ფუნქციას.

შულტეს ცხრილიimage
მოახდინეთ კონცენტრირება კვადრატის შუაში ნომერ 19-ზე. თქვენი მიზანია მოძებნოთ ციფრი 1, შემდეგ სხვა ციფრი ზრდადობის მიხედვით, დააფიქსირეთ ყველა ნაპოვნი ციფრი.
სასარგებლოა:ზრდის ინფორმაციის მიღებისა და გადამუსავების უნარს, ასევე პერიფერიულ აზროვნებას.

სინქრონული წერილიimage


აიღეთ ორი ფურცელი, ორივე ხელისთვის. დაიწყეთ ორივე ხელით, ფურცლებზე სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების ხატვა.


სასარგებლოა:სინქრონული წერილი ასწავლის თავის ტვინს ერთდროულად გაუმკლავდეს რამდენიმე ამოცანას, ააქტიურებს ორივე ნახევარსფეროს საქმიანობას.

რამდენიმე რჩევა:

გაავარჯიშეთ არადომინანტი ხელი, საქმიანობას რასაც ადრე მარჯვენა ხელით აკეთებდით, შეეცადეთ გააკეთოთ მარცხენა ხელით და პირიქით; მაგ:კბილების გახევა.)

მიიღეთ შხაპი და ასევე სხვა საქმე გააკეთეთ ისე, რომ თვალები დახუჭული გქონდეთ.

შეცვალეთ სახლამდე, ან სამსახურამდე მისასვლელი მარშრუტი.

უყურეთ ვიდეოს ხმის გარეშე და შეეცადეთ გაიგოთ რა ხდება. რაზეა საუბარი.















4
273
6-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
273
  
2018, 4 ივნისი, 23:19
მე ვიზუალური მახსოვრობა უკეთ მაქვს გავარჯიშებული, საკმარისია 10 წლის მერე ვნახო ადამიანი და ეგრევე ვცნობ, ასაკობრივი ცვლილებების მიუხედავად.
2018, 27 მაისი, 21:00
ფერებზე და რიცხვებზე გავაკეთე და გავართვი თავი, ვიფიქრე კიდევ რამე ვიდეოა სავარჯიშო :)
2018, 27 მაისი, 20:48
ზოგადად ვიდეოზეა საუბარი, ანუ ხმა დაწეულ ტეელევიზორს რომ უყოროთ. ვიდეო არც იყო :)
2018, 27 მაისი, 20:28
ვიდეო არაა, ნათი.
0 1 4