ყოველივეს შექმნის შემდეგ ღმერთი არ ტოვებს ადამიანს ბედის ანაბრად და ზრუნავს მასზე. სწორედ ამიტომ უფალმა საგანგებოდ მომზადებულ საუკეთესო მიწის ნაკვეთზე მიუჩინა ადგილი, “ედემის ბაღში'' ანუ “სიტკბოების სამოთხეში'', ბიბლიის სხვა ადგილებში სამოთხეს ეწოდება “ღვთის ბაღი''. ქვეყანა ედემი, რომელიც სხვა წმ.წიგნების მიხედვით უნდა მოიძებნოს შუამდინარეთის სიახლოვეს ტიგროსისა და ევფრატის აუზში, სინამდვილეში მდებარეობდა პალესინიდან აღმოსავლეთით, იქ სადაც ცხოვრობდა და მოღვაჭეობდა ხუთწიგნეულის ავტორი, სადაც მან ჩაწერა სამოთხესთან დაკავშირებული ეს ღვთიური ზეშთაგონება.
ამგვარად უნდა ვივარაუდოთ, რომ ბიბლიური სამოთხე მდებარეობდა შუამდინარეთის დაბლობზე, ჩრდილოეთით ბაბილონის და სამხრეთით სპარსეთუის ყურეს შორის.