x
image
alex999
ვლადიმერ პუტინი - ჟურნალმა ,,ფორბსი'' 2013 წლიდან დღემდე მსოფლიოს ძლიერ ადამიანად დაასახელა

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ვლადიმერ პუტინზე, რომელიც ჟურნალ ფორბსმა 2013 წლიდან დღემდე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ადამიანად დაასახელა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გვებადება შემდეგი კითხვები: რატომ ვლადიმერ პუტინი და როგორ მოახერხა მან ამ პოზიციაზე დაწინაურება?


რუსეთი ეკონომიკურად მსოფლიოს 12-ე ქვეყანაა, მოსახლეობის მხრივ ჩამორჩება აშშ-ს, ჩინეთს და ასევე ინდოეთსაც. სამხედრო სტატისტიკით აშშ ლიდერობს, მაგრამ რატომ არის პუტინი ყველაზე ძლიერი ადამიანი მთელ მსოფლიოში???


image


ვლადიმერ პუტინი დაიბადა 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ ლენინგრადში (დღევანდელი სანქტ პეტერბურგი). მამამისი მუშაობდა ფაბრიკაში, ჰყავდა ორი ძმა, რომლებიც გერმანული ოკუპაციის დროს დაიღუპნენ. გარდა ამისა ლენინგრადში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა შიმშილობის გამო.


image



პუტინს ბავშვობიდანვე სურდა ჯაშუში ყოფილიყო საბჭოთა სადაზვერვო სააგენტოსთვის. მან სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსისტეტში ისწავლა სამართალი და მუშაობა დაიწყო გერმანიაში კბს-თვის. მონაწილეობა მიიღო სოციალისტური აღმოსავლეთ გერმანიის დაშლაში, რაც აჯანყებამ გამოიწვია. 1989 წლის 9 ნოემბერს, როდესაც დაინგრა ბერლინის კედელი, პუტინი საიდუმლო დოკუმენტებს აქრობდა, რათა გერმანელების ხელში არ ჩავარდნილიყო.


image



ზუსტად ამ პერიოდებში დაიშალა საბჭოთა კავშირიც 15 ქვეყანად. პუტინისთვის ეს ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფას ნიშნავდა, რათა ქვეყანამ 2 000 000 კვადრატული/მილი მიწა დაკარგა. ახალ მთავრობამ კომუნისტური რეჟიმიდან დარჩენილი 45 000 ფაბრიკა/ ქარხანა დახურულად გამოაცხადა, შემდეგ გაიყიდა. რუსეთისთვის ეს პერიოდი ურთულეს ეკონომიკურ კრიზისს წარმოადგენდა.


image



ახალ რუსეთის რესპუბლიკას თავდაპირველად დალაგება ძალიან უჭირდა. ბორის ელცინის მმართველობით რუსები უკმაყოფილებას აცხადებდნენ, ამ ყველაფერთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი ალკოჰოლიკიც იყო. 1999 წელს, ვლადიმერ პუტინი დაუბრუნდა სამშობლოს, დაუახლოვდა ელცინს და ოფიციალურად ქვეყნის პრეზიდენტი გახდა...



image



პირველ რიგში რუსეთის 89 ფედერალური რეგიონი, 7 ფედერაციულ ოკრუგად დაყო, ეს განხორციელდა 2000 წელს. ფედერალური ოკრუგების მმართველებსაც თავად ქვეყნის პირველი პირი ირჩევდა. საზოგადოების უმეტესობა პუტინის გადაწყვეტილებებს არადემოკრატიულს უწოდებდა, თუმცა მსგავსი საქციელებით პუტინი უფრო პოპულარული გახდა. ძალიან მალე მან ოლიგარქები და მაფიოზები შეავიწროვა, სადაც პუტინი იყო, მანდ სხვას არ ჰქონდა "მეფობის" უფლება, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს იქნებოდა ოლიგარქი თუ ბიზნესმენი მაფიოზი. პერიოდის უმსხვილეს 10 კომპანიიდან 5 უკვე სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, პუტინი ამ სფეროში სამუშაოებს აგრძელებდა, ამ ყველაფერს მისი კეთილი თვისებებიც ხელს უწყობდა. ვლადი ყოველთვის იდგა გაჭირვებულების გვერდით...


image


პუტინი თითქმის ყველგან, ყველა სფეროში იყო! მონაწილეობას იღებდა სპორტულ შეჯიბრებებში, ნადირობდა, მეცნიერებთან ერთად კვლევებს ატარებდა, მოტო-მრბოლელთა ბანდასთან კარგი ურთიერთობაც კი ჩამოაყალიბა.


image


პუტინი ყოველდღე უფრო ზემოთ იწევდა. მან ქვეყნის მმართველობა დამოუკიდებლად დაიწყო, ჩეჩნეთის ოკუპაციის შედეგად 82 000 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ამ საქციელის შემდეგ, რუსეთის მოსახლეობას პუტინი უფრო შეუყვარდა. მოგვიანებით საქართველოს ოკუპაციაც მოახდინა, მიუხედავად მსოფლიოს უამრავი წამყვანი ქვეყნის წინააღმდეგობისა, პუტინმა მაინც დაისაკუთრა საქართველოს მიწები. ამით არ დასრულებულა: მოახდინეს ყირიმის ოკუპაციაც. რუსეთს გაევროპულებული უკრაინა არ მოსწონდა და არც სურდა უკრაინის ნატოში გაწევრიანება. რუსეთმა უკრაინას ყირიმის ნახევარკუნძული და სევასტოპილის პორტი წაართვა და შავ ზღვაში უძლიერესი სამხედრო არმია ჩამოაყალიბა.


image


პუტინის ძალა ევროპის შუაგულამდე სწვდებოდა. რამოდენიმე ევროპულ ქვეყანაში ოპოზიციურ პარტიებს მილიონობით დოლარით აფინანსებდა. პუტინის შემდეგი სამიზნე თურქეთი იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ძლიერი სახემწიფო და ასევე ნატოს წევრი ქვეყანა იყო, სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგა, რასაც შესაძლოა საუბედურო შედეგები მოჰყოლოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთ-თურქეთის ომი, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო!


image



ამგვარად პუტინი მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი ითვლება, ვინაიდან ის რუსეთის სახელმწიფო პრინციპებს ყოველთვის წინა პლანზე აყენებს. არ აქვს აშშ-ს შიში, მოკავშირეა უძლიერესი სახელმწიფოების როგორებიცაა: ჩინეთი, ინდოეთი და ირანი. პუტინი ყოველთვის მზადაა ომისთვის, ციმბირზე საიდუმლო სამხედრო ბაზების არსებობაც პუტინის ინიციატივას უკავშირდება. და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, ის მთლიან რუსეთში დამოუკიდებლად ბატონობს!










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მაისში ეს ხილი აუცილებლად უნდა მიირთვათ - მუშმალას ჯადოსნური თვისებები!

2. მოძრაობა კოშმარად არ გექცეთ - როგორ ვუშველოთ წელის ტკივილებს?

3. ამ კთხვაზე პასუხის გაცემით, გამოავლენთ თქვენს პიროვნულ ხასიათს - უპირველესად რომელს დაეხმარებოდით?

4. 14 მცდარი წარმოდგენა აფრიკის შესახებ, რომელიც რეალობას არ შეესაბამება!

5. მოდით ისტორიას ამ კადრებით შევხედოთ! 25 ფოტო, რომელიც ძალიან აგაღელვებთ.

1
300
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
300
  
2018, 31 მაისი, 0:11
რუსი ხალხის უმრავლესობას უყვარს ეს ტიპი. ამ დროს რას შვრება? ყველა მეზობელი გადაიმტერა. ეხლა სირიას აღიარებინა ნატოს სამიტის წინ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ნატომ წესით არ უნდა დაგვაღალატოს ეხლა და შეგვიყვანოს უკვე წელს ან რამე ქმედითი ნაბიჯი გადადგას, თუნდაც აქ აამოქმედოს თავისი ბაზა.
0 1 1