სხვა ყვავილების ფესტივალი კუნძულ მადეირაზე 2018, 24 მაისი, 23:04
კუნძული მადეირა გაზაფხულის დადგომას ასე ზეიმობს.
გაზაფხულის სამივე თვეს ქალაქები ყვავილებით ირთვება და ტრადიციული და არამარტო ტრადიციული ცეკვების საღამოები ეწყობა.
ყოველ წელს ყვავილების ფესტივალის გამო მადეირას უამრავი ტურისტი სტუმრობს, ფესტივალში ყველა ასაკის ადამიანი მონაწილეობს და უმეტესად ბავშვები არიან ჩართულები.
ამ კუნძულზე ყვავილებისა და ღვინის კულტია, აქ ხალხს ძალიან უყვარს ყვავილები, არ არსებობს ოჯახი, სადაც ყვავილი არ ხარობს და ეზოები სულ ლამაზად აქვთ გაფორმებული. კუნძული მადეირა ერთ დიდ ბოტანიკურ ბაღს მოგაგონებთ. ნეტავ, საქართველოშიც იმართებოდეს ასეთი ფესტივალი. დატკბით ფოტოებით: 198 2-ს მოსწონს
|