x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დედამიწაზე ჩვენ პარალელურად სხვებიც ცხოვრობენ?
დედამიწაზე ჩვენ პარალელურად სხვებიც ცხოვრობენ?


კარენ ჰიუდსი (Karen Hudes) ამერიკელი ადვოკატი გახლავთ. ის იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და თავისი პროფესიით 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიო ბანკში. 2014 წელს კარენმა ინტერვიუ მისცა ჟურნალ "Future toney" -ს. ეს ინტერვიუ ნამდვილად შოკისმომგვრელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჟურნალი ყვითელი პრესა არაა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არც ჰიუდსია არასერიოზული და ხელწამოსაკრავი რესპონდენტი - 2 ათეული წლის განმავლობაში მსოფლიო ბანკის მთავარი მრჩეველი გალხდათ. ჟურნალთან კარენ ჰიუდსი მსოფლიო ეკონომიკის საკითხებზე სასაუბროდ მიიწვიეს. მან მართლაც სენსაციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით ჩვენს პლანეტაზე ჩვენი ანუ კაცობრიობის, ჰომო საპიენსის გვერდით ცხოვრობს ადამიანის აბსოლუტურად განსხვავებული სახეობა და მისი წარმომადგენლები ფაქტობრივად მართავენ კაცობრიობას. სწორედ ისინი წარმართავენ მსოფლიო ეკონომიკას. მეტიც, ჰიუდსი გლობალურ ეკონომიკურ შეთქმულებაზე საუბრობს. ამ ყველაფრის შესახებ ჰიუდსმა მოხსენებით მიმართა შეერთებული შტატების ხაზინის ხელმძღვნაელობას და თვით კონგრესსაც, მაგრამ მისი თქმით ამას რეაგირება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ ჰიუდსის შეხედულებების შესახებ საზოგადოებამ შეიტყო.


კარენ ჰიუდსი



ვინ არიან ისინი?



ჰიუდსის მტკიცებით ისინი არ არიან უცხოპლანეტელები. ისინი აქაურები არიან, დედამიწაზე განვითარებულები და ჩამოყალიბებულები. უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებულ გენომს ატარებენ და საპიენსებამდელი ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან. დედამიწაზე უძველეს დროში არაერთხელ მომხდარა კატაკლიზმები. გამყინვარებამ მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა დაახლოებით 11, 000 წლის წინ. ამ პერიოდისთვის ჰომო საპიენსები უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ დედამიწაზე (400 ათასი წლის განმავლობაში უკვე ჰომო საპიენსი არსებობს დედამიწაზე). ადამიანის ამ სახეობას ჰიუდსი Homo Tapiensis -ს უწოდებს. როგორც ჩანს, ამ მათთვის ურთულეს პერიოდს, ცივილიზაციის წარმომადგენელთა უმცირესი ნაწილი გადაურჩა და ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით ამჯობინეს მათი დედამიწაზე ცხოვრება საპიენსისთვის დაფარული ყოფილიყო. არადა მათ ჩვენზე გაცილებით ადრე ჰქონდათ ჩამოყალიბებული ცივილიზაცია. უძველესი დროიდან კაცობრიობა მათ ღმერთებად, ანდა დემონებად აღიქვამდა. შემდეგ კი, თანდათანობით ჩვენს განვითარებასთან ერთად, ისინი უცხოპლანეტელებად მიიჩნიეს.


უცხო სახეობის ადამიანების არსებობის დამამტკიცებელი უძველესი არტეფაქტები



სად არიან ამჟამად ისინი?


კარენ ჰიუდსის მტკიცებით, "ჰომო ტაპიენზის" ცივილიზაციის კვალი დედამიწაზე თითქმის ყველგანაა მიმოფანტული. მათი ცივილიზაცია ხომ საკმაოდ მაღალგანვითარებული იყო. არსებობს იმ პერიოდის დედამიწის რუკები, რომელთა წარმოშობა დღემდე უცნობია. ჰიუდსის თქმით ეს რუკები სწორედ ამ სახეობამ შეადგინა.


ისინი ფიზიკურად ძალიან განსხვავდებიან საპიენსისგან, მათ კვერცხის ფორმის წაგრძელებული, დიდი თავის ქალა და ნათელი ცისფერი თვალები აქვთ. ჰიუდსის თქმით მათი ნაწილი ვატიკანში იმალება. სწორედ ამგვარი თავის ქალის შესანიღბად დამკვიდრდა ვატიკანში ტრადიცია მიტრების ტარებისა. ამგვარივე მიტრებს ატარებდნენ ისრაელის პირველი მღვდელთმსახურები იუდაიზმის გარიჟრაჟზე. შედარებით დიდი თავის ქალები და ჩონჩხები დედამიწის დედამიწის სხვადასხვა ადგილებში გათხრებისას რომ პოულობენ, სწორედ ამ ცივილიზაციას ეკუთვნის.


მართალია ისინი ფიზიკურად საკმაოდ განსხვავდებიან ჩვენგან, მაგრამ საერთოც ასევე ბევრი გვაქვს. საპიენსისა და ტაპიენსის შეჯვარების შედეგად უნაყოფო ჰიბრიდი მიიღება, როგორც ცხენისა და ვირის შეჯვარების შედეგად დაბადებული ჯორი უნაყოფოა და არ შეუძლია შთამომავლობის მოცემა, იმიტომ რომ ჩვენი და მათი დნმ ძალიან განსხვავებულია.


ჰიუდსის თქმით, ადამიანის ამ სახეობის წარმომადგენლები კონტაქტში შევიდნენ კაცობრიობის სულიერ და რელიგიურ ელიტასთან. ისინი მანიპულირებენ ადამიანთა ცნობიერებით. მათი არსებობის შესახებ მშვენივრად უწყის ყველა მსხვილი სახელმწიფოს ფინანსურმა თუ პოლიტიკურმა ელიტამ, მაგრამ ვერცერთი ბედავს ხმის ამოღებას. ფაქტობრივად მთელ კათოლიკურ სამყაროს ამ სახეობის წარმომადგენელი "შავი პაპი" მართავს, რომელიც კულისებიდან მართავს და მას ეკუთვნის ნამდვილი ძალაუფლება, რომელიც ისევ იმავე სახეობის ადამიანს გადაეცემა თაობიდან თაობაში.


დედამიწაზე ჩვენ პარალელურად სხვებიც ცხოვორბენ?


ჰიუდსის მტკიცებით რამდენიმე მისმა მეგობარმა საკუთარი თვალით იხილა ამ სახეობის წარმომადგენელი, ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე. ასევე ამ რასის შვილები დღისით, მზისით ძალიან თავისუფლად დასეირნობენ ეგვიპტეში. მისი თქმით, ეს რასა მონაწილეობს გლობალურ ეკონომიკურ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც კაცობრიობის მათზე სრული დამოკიდებულება და ცივილიზაციის მართვის სადავეების სრულად ხელში აღებაა.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
1549
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1549
  
2018, 28 მაისი, 22:46
სენსაციური აღმოჩენა – გრძელქალიანი პერუელები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ

2018 წლის თებერვალში პერუელმა მეცნიერმა ბრიენ ფოერსტერმა (Brien Foerster) სენსაციურ აღმოჩენაზე ისაუბრა – მისი მტკიცებით, გრძელთავისქალიანი პარაკასელები კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
უჩვეულოდ გრძელი თავის ქალები პერუელმა მეცნიერმა ხულიო ტენომ გასული საუკუნის 20-იან წლებში პერუს სამხრეთით, პისკოს პროვინციაში, პარაკასის ტერიტორიაზე აღმოაჩინა – თავის ქალებს წაგრძელებული ფორმა აქვთ და ისინი 25%-ით გრძელი და 60%-ით მძიმეა ჩვეულებრივ ქალასთან შედარებით. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ თავის ქალას მსგავსი ფორმა ხელოვნური ჩარევით ჰქონდა, თუმცა, დღეს ეს თეორია უკვე უარყოფილია.
15 თებერვალს სამეცნიერო გამოცემები პერუელი მეცნიერის ბრიენ ფოერსტერის აღმოჩენაზე ბევრს წერდნენ.
ფოერსტერი თავის ქალებს უკანასკნელი ხუთი წელია იკვლევს. მან პარაკასელების სისხლის ჯგუფი შეისწავლა და დაადგინა, რომ პარაკასელები ადგილობრივი ამერიკელები არ იყვნენ და რომ ისინი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლის წინ შავი და კავკასიის ზღვების მიდამოებში, კერძოდ კი, საქართველოსა და ყაბარდოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მეცნიერის ვარაუდით, გრძელთავიანები მოსულმა ტომებმა გააძევეს კავკასიიდან.
ბევრი ასეთი თავის ქალაა აღმოჩენილი რუსი მეცნიერების მიერ კავკასიაში. ბევრი მათგანი ხელოვნურადაა შეხვეული და ეს მოდა სწორედ ამიტომ დამკვიდრდა ხალხში, რომ მიებაძათ მათი მმართველი ზერასისთვის და მათი შვილებიც მათ მგვანებოდნენ. ოსები ეძახდნენ ამ ხალხს სარმატებს, რაც ალანურად ზუსტად ითარგმნება როგორც "გრძელთავა".
0 1 2