სისხლის სამართალი გერმანიაში მოძალადე-მიგრანტების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი მოკლეს 2018, 23 მაისი, 20:15
29 წლის გოგონას მკვლელი აღმოჩნდა ბიზნესმენი, რომელიც როგორც ვარაუდობენ გოგონა აიძულა, რომ მიეცა ცრუ ჩვენება მიგრანტების მხრიდან ჯგუფურად გაუპატიურების შესახებ.
ირინა აიზინა წარმოშობით კიშინოვიდან იყო, გოგონა იმ ქალების უფლებებს იცავდა, რომლებიც მიგრანტების მხრიდან სექსუალური თუ სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი შეიქმნენ.იგი იყო ებრაელთა თემის წარმომადგენელი გერმანიაში.29 წლის გოგონა თვითონ გახდა ძალადობის მსხვერპლი-სწორედ ამის შესახებ უნდა ესაუბრა სასამართლოში მომავალ თვეში. 2017 წლის დასაწყისში ირინამ ნაცნობ ბიზნესმენთან, იან მეისთან ერთად მისცა ინტერვიუ ერთ-ერთ პრესტიჟულ გერმანულ ტაბლოიდს, Bild-ს, სადაც საუბარი იყო მასობრივ სექსუალურ თავდასხმებზე მიგრანტების მხრიდან, რომელიც ფრანკფურტის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა, მან აღნიშნა, თუ როგორ შევარდა ბარში 50-მდე არაბული იერის მამაკაცი და როგორ ეძალადებოდნენ ქალებს, მათ შორის იყო ირინა აიზინა.თვითონ აიზინამაც დაძინა, რომ მათ "სხეულის ყველა ნაწილზე წავალეს ხელი." არა და გერმანიის ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ამ ფაქტის მტკიცებულება, მეტიც გაირკვა, რომ იმ საახალწლო დღეებში აიზინა საერთოდ არ იყო ფრანკფურტში, ხოლო როდესაც ბარის მფლობელს, იან მეის მოსთხოვეს იმ დღის ვიდეოჩანაწერი, მან განაცხადა, რომ ვიდეოკამერები იმ დღეს არ მუშაობდა, ამის შემდეგ 29 წლის გოგონას და ბიზნესმენ იან მეის წაუყენეს ბრალდება ცრუ ჩვენების გამო. ამა წლის ივნისში იგი სასამართლოზე უნდა წარმდგარიყო. დილით პარკში სეირნობის დროს გამვლელმა შემთხვევით აღმოაჩინა ირინა აიზინას გვამი, გოგონას სახე ისე ჰქონდა დასახიჩრებული, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ იგი დანით იყო მოკლული, მას 20-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა. პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანი, 50 წლის ბიზნესმენი, იან მეი, როგორც ჩანს მეის არასასურველი მოწმის მოშორება უნდოდა. ფოტოზე:იან მეი
226 3-ს მოსწონს
|