x
image
ცუდი ბავშვი
უცნაური მღვიმე


image
ჩემოგამარჯობა ჩემო ერთგულო მკითხველებო დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემს უცნაურ თავგადასავლებზე რომლებიც ბავშობაში გადამხდა თავს. რვა წლის რომ გავხდი მშობლებმა ველოსიპედი მიყიდეს დაბადების დღეზე, უსაზღვროდ გახარებული ვიყავი საჩუქრით და ყოველ საღამოს როდესაც სკოლიდან მოვიდოდი ვცდილობდი გაკვეთილები სწრაფად მესწავლა და მეტი დრო დამრჩენოდა ველოსიპედით სასეირნოდ. ერთ დღესაც ქალაქს გარედ გადავწყვიტე გასეირნება მთიან რაიონებში სადაც ხშირი ტყეები და პატარა ბილიკებია. იქამდე ვიხეტიალე სანამ ერთ გამოქვაბულს არ მივადექი, შიგნიდან უცნაური ხმები მომესმა და გადავწყვიტე გამეგო რა ხდებოდა გამოქვაბულში, ველოსიპედიდან ჩამოვედი ფეხით გავაგრძელე გზა სიღრმისკენ სიბნელეში და რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა, ვგრძნობდი როგორი დიდი სისწრაფით ვეშვებოდი სრულ სიბნელეში სადღაც უსასრულოდ, რამოდენიმე წუთიანი ფრენის შემდეგ ჩავვარდი ყინულივით ცივწყალში და გონება დამაკარგინა. გონს რომ მოვედი მიწისქვეშა მდინარის ნაპირზე ვიწექი და ჩემი ველოსიპედიც ჩემს გვერდით იყო. ირგვლივ კი მრავალფეროვანი მიწისქვეშა მცენარეები ისე ჯადოსნურად ანათებდნენ მღვიმეს რომ ყველაფერს ნათლად ვხედავდი. მოულოდნელად ვიგრძენი რომ ვიღაც მითვალთვალებდა მაგრამ ვერ გავარკვიე რა იყო. მღვიმე კარგად შევათვალიერე და შემდეგ გასასვლელს დავუწყე ძებნა, მალე ვიპოვე კიდეც გასასვლელი რომელიც ქალაქისკენ მიმავალ გზასთან ახლოს იყო და სახლში რამოდენიმე წუთში მივედი. მას შემდეგ იმ ადგილზე ბევრჯერ ვიყავი ვეძებე შესასვლელი და გამოსასვლელიც მაგრამ ამაოდ.

1
99
4-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
99
  
2018, 22 მაისი, 12:47
ზუგდიდ–ხობის შუა მდებარე ურთას მთაზეცაა ასეთი ადგილები, საქონელი იკარგება მუდმივად.
ერთი მღვიმეა მარტო შესწავლილი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ტურას ყურს ეძახიან ადგილობრივები.
0 1 1