ქალი და მამაკაცი უშენოდ მგონი მოვკვდები... 2012, 1 ივლისი, 3:23 უშენოდ მგონი მოვკვდები...არა, მგონი კი არა, ნამდვილად მოვკვდები.შენ ის ფერები ხარ, ჩემ ცხოვრებას თეთრს რომ ხდიან, ის ძალა ხარ, რომ მაცოცხლებს, ისე, ისე, ისე ძალიან მიყვარხარ, რომ სიტყვები არ მყოფნის, ჩემი ცხოვრების აზრი ხარ, ნაპერწკალი, რომელმაც ერთ დროს გულში გამკრა და დღითიდღე ისე ძლიერ ღვივდება, მისი ჩაქრობა შეუძლებელია, თუ ის ჩააქრეს, ჩემი ცხოვრებაც ჩაქრება, ასე მგონია. ჟანგბადი, წყალი, ჰაერი, დედამიწა, გალაქტიკა, სამყარო, ცა, მზე, მთვარე, მიწა, თოვლი, წვიმა, სითბო, სიცივე, ჭექა-ქუხილი, ელვა, სეტყვა, ვულკანი, მიწისძვრა-ყველაფერ ამას შენ ჩემში იწვევ, აერთიანებ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მესაჭიროები, შენ გარეშე არც მზე ანათებს და არც მთვარე. შენ გარეშე არც წვიმაა და არც თოვლი. შენ გარეშე ცა შავია, შენთან ერთად კი გაცისკროვნებული. შენთან სითბოსაც ვგრძნობ და სიცივესაც, ტანში მაჟრჟოლებს შენი ხმა რომ მესმის. ჭექა-ქუხილი რას მივა ან კიდევ ელვა, მე რომ გულში მჭირს ხოლმე... სეტყვაა?? სეტყვა უმტკივნეულოა შენ გარეშე გატარებულ წუთებთან შედარებით...ვულკანი?? ვულკანია ამოფრქვევა რას მოვა ჩემს ემოციებთან, როცა უშენოდ ვარ?! შენ ისე ღრმად ხარ ჩემში, ისე, ისე, ისე, რომ იქედან ამოშლას თუ მოინდომებენ, იმ ადგილის ამოწვა მოუწევთ, ის ადგილი თუ ამოწვეს, მე მოვკვდები, ის ადგილი ხომ ჩემი გულია?! და საერთოდ შენ ჩემი გულიც ხარ, გულიც, სულიც და ყველაფერიც. მე შენით ვსუნთქავ, მე შენით ვცოცხლობ, შენ გარეშე მაქსიმუმ ვიცხოვრო, მაგრამ სიცოცხლით ვერ ვიცოცხლებ... შენ, შენ, შენ მე სტიმულს მაძლევ ვიყო მუდამ გაღიმებული.შენ მე ბედნიერების საბაბს მაძლევ და არა მარტო საბაბს, ბედნიერად მამყოფებ კიდეც. მე შენ მიყვარხარ, მე შენი ღიმილიც, გაბრაზებაც და ცრემლიც მიყვარს, ვერ გეტყვი რატომ მიყვარხარ, არც მინდა ვიცოდე.მიყვარხარ და მორჩა!!! სხვა რა მაინტერესებს?! არც არაფერი. შენ მეტი არავინ მინდა. ჩემ ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი ხარ!!! შენ გარეშე ჩემი სხეული იცხოვრებს, სული ვერ იცოცხლებს. შენ ჩემი სულიერი საზრდო ხარ!!! შენ მე არ მყოფნი და არც არასოდეს მეყოფი ალბათ. შენ მე ერთ მთლიანად მაქცევ და აბა წარმოიდგინე, უშენოდ თითქოს ნაწილს ჩამომაჭრიან, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია... მიყვარხარ!!! ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარხარ!!! არა ეს სიყვარულზე ბევრად მეტია! ჩემში ხარ, ჩემი ხარ, ჩემთვის ხარ, ჩემნაირი ხარ, ჩემებურად მიყვარხარ!!! ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი პატარა ცხოვრების დიდი ნაწილი. ხანდახან, საკუთარ თავზე მეტადაც კი მიყვარხარ. შენ ჩემთვის წამლის ის დოზა ხარ, რომელიც მე არასდროს მეყოფა. რაც უფრო მეტს გიღებ, მით მეტად მაავადებ და მე ამ დაავადებით ვტკბები. ეს ის ერთადერთი დაავადებაა, რომელიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებს!!! დიახ, ნარკომანი გავხდი.მე შენი თავი მინდა, მჭირდება, მასაზრდოებს, მაძლიერებს, სიცოცხლეს მიხალისებს.შენ მე მავსებ და ერთ მთლიანად გარდამქმნი. რომ არ გამეცანი, ალბათ ვერც ვერასდროს გავიგებდი შენს არსებობას, ხოომ? მაგრამ ისე მიხარია, რომ გიცნობ, ისე მიხარია, რომ არ ვიცი...ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ. ჩემთვის მთავარია შენ კარგად იყო. როცა ვიცი, რომ შენ დედამიწაზე სუნთქავ, სიცოცხლე მემატება, მიხანგრძლივდება. მიყვარხარ, მიყვარხარ, მ ი ყ ვ ა რ ხ ა ა ა ა ა ა ა ა რ რ რ ! ! ! ! 1609 14-ს მოსწონს |
"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაგრამ ისევ ისეთი აღარ მინდა :)) უფრო დიდი და მაგარი,ნაკლებზე აღარ დავთანხმდები "
"პირველი სიყვარული სულ სხვაა.. დანარჩენი უკვე ანგარიშით ხდება.. გიყვარდეს,ეტრფოდე და შენც გეტრფოდნენ,-ამაშია ბოლოსდაბოლოს ცხოვრების აზრიც და ხალისიც და, როცა შენს სულში ქრება მიჯნურობის პოეტური ალი,ამ ქვეყანაზე ცხოვრებაც მოსაწყენი ხდება ,მერე შენი გვამით სულსაც ამძიმებ და მიწასაც.. "
ჭილაია ,"ეკატერინე ჭავჭავაძე"
ასე ეს!:)) წერილი ძალიან მომეწონა!