სხვა CNN: ამერიკის სკოლებში სროლა კვირაში ერთხელ ხდება 2018, 22 მაისი, 8:10 ![]() "2009 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული აშშ-ს სკოლებში სროლის 288 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის 57-ჯერ მეტი, ვიდრე "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები ერთად აღებული." ამ მხრივ ბევრად უფრო კარგი სიტუაციაა "დიდი შვიდეულის" სხვა ქვეყნებში, მაგალითად: კანადის და საფრანგეთის სკოლებში ბოლო 9, 5 წლის განმავლობაში 2-2 შემთხვევა დაფიქსირდა, გერმანიაში -1, ხოლო იაპონიაში, იტალიაში და დიდ ბრიტანეთში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთანავე ტელეარხს მოჰყავს სხვა ქვეყნების მაგალითებიც, რომლებიც G7-ის წევრები არ არიან:მექსიკა- 8 შემთხვევა;ინდოეთი-5;ავღანეთი-3;ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი-თითო თითო. შეგახსენებთ, მარტო გასულ კვირას ორი სროლის შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ს სკოლებში, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო გამოსაშვებ საღამოზე ჯორჯიის შტატში სროლის შედეგად დაიჭრა ორი ქალი. 17 5-ს მოსწონს
|