რატომღაც
ბავშვობაში უფრო მეტად ვხედავდი ზებუნებრივ მოვლენებს ვიდრე ეხლა, რაც უფრო გავიზარდე წლები მომემატა და სამყაროს რეალურად აღვიქვამ მით უფრო შორს ვარ არარეალურ სამყაროსგან. მაგრამ დარწმუნებით ვიცი რომ ბავშვობაში ნანახი უამრავი ზებუნებრივი მოვლენები ნამდვილი იყო და შემიძლია დავიფიცო რომ არაფერი მომჩვენებია, ვფიქრობ ბავშვის გონება უფრო დაკავშირებულია სხვა განზომილებასთან, ვიდრე ზრდასრული ადამიანის. სამყაროში არის შემთხვევები როდესაც პატარა ბავშვები სასწაულად ისე გადაურჩებიან საფრთხეს რომ ერთი ნაკაწრიც კი არ ეტყობათ ალბად იმიტომ რომ ბავშვობაში სული უცოდველი და სუფთა გვაქვს. ბავშვობაში ბაბუასთან დამტოვეს მშობლებმა რამოდენიმე დღით და პირველივე დღესვე ბაბუა რაღაცაზე გამიბრაზდა რის გამოც დამტუკსა, ძალიან მეწყინა და გავიპარე სახლიდან მინდოდა ქალაქში დავბრუნებულიყავი მშობლებთან, პატარა ვიყავი გზა ამებნა და ტყეში დაღამებამდე წინ და უკან ვიარე გზას ვეღარ ვპოულობდი, პატარა ვიყავი თუმცა უშიშარი, დავიღალე და იქვე დიდი მუხის ქვეშ ბალახებზე წამოვწექი მოწმენდილ ცაზე ვარსკვლავების ყურებაში ჩამეძინა და სადღაც შუა ღამეს მგლების ყმუილმა გამაღვიძა, მთვარით განათებულ ღამეში კარგად ვხედავდი როგორ დაწრწოდნენ მგლები ჩემგან შორს და ჩემი სუნი რომ იგრძნეს ჩემსკენ წამოვიდნენ. როდესაც ჩემამდე რამოდენიმე მეტრი დარცა მგლების მოახლოებამდე სწორედ ამ დროს ვიგრძენი როგორ შემომეხვია მუხის ტოტები ჰაერში ავიწიე და ხეზე აღმოვჩდი. დილამდე იქ ვიყავი დილით კი ჩემს კვალზე მაძებარი ძაღლებით ბაბუასთან ერთად მეზობლებიც მოვიდნენ და მოიპოვეს.