სხვა 10 რამ,რაც არასოდეს მომხდარა,მაგრამ მაინც ყველას სჯერა 2018, 21 მაისი, 12:44 თითოეულ ჩვენგანს რამის ბავშვობიდან სჯერა, რომ ნიუტონს ვაშლი დაეცა თავზე, მერლინ მონრო ქერა იყო და ა.შ. მაგრამ ფაქტები სულ სხვას მეტყველებენ. ეს ის პოპულარული 10 მითია, რომლისაც ყველას 100%-ით სჯეროდა, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე არ აღმოჩნდა. 10.შერლოკს ჰოლმს არასოდეს უთქვამს : ელემენტარულია, უოტსონ! სიტყვა “ელემენტარული" და უოტსონისადმი მიმართვა მხოლოდ ერთ მოთხრობაში გვხვდება, და თანაც მათ შორის აბზაცია. დოილს ეს ფრაზა თავის არცერთ თხზულებაში არ გამოუყენებია. პირველად ფრაზამ: “ელემენტარულია, ჩემო მეგობარო უოტსონ!"-პელამ ვუდჰაუსის დეტექტივში “პსმიტ-ჟურნალისტში" გაიჟღერა, რის შემდეგაც მას აქტიურად იყენებდნენ კონან დოილის თხზულების ეკრანიზაციასა თუ თეატრალურ დადგმებში. 9. ვაშლი ნიუტონს თავზე არ დასცემია რეალური ისტორია უილიამ სტაკლის, ნიუტონის მეგობრის წიგნიდან შეგვიძლია შევიტყოთ. სტაკლის მონათხრობის თანახმად, ნიუტონი მას მოუყვა, რომ ვაშლის ხის ქვეშ იჯდა, როცა მის გვერდით ვაშლი დაეცა და სწორედ ეს მოვლენა გახდა მიზეზი საყოველთაოდ ცნობილი მიზიდულობის კანონის აღმოჩენისა. 8. გალილეის არ უთქვამს: ის მაინც ბრუნავს! ის, რომ გალილეო გალილეიმ ეს ფრაზა წარმოსთქვა, არცერთი მისი და მისი თანამედროვეების ჩანაწერით არ დასტურდება. ეს ფრაზა არ ფიგურირებს არც მის ბიოგრაფიაში, რომელიც მისმა მეგობარმა ვინჩენცო ვივიანიმ დაწერა. მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, ეს ფრაზა გალილეის უკვე მისი სიკვდილის შემდგომ მიაკუთვნა ხალხმა. პირველად ეს ფრაზა, როგორც გალილეო გალილეის ნათქვამი, 1757 წელს გვხვდება, 124 წლის შემდეგ გალილეის “მონანიებიდან". 7.ოტელოს დეზდემონა არ დაუხრჩვია ჰკითხეთ ვისაც გინდათ, თუ როგორ მოკვდა დეზდემონა და გამოკითხულთა 99% გეტყვით, რომ ის ოტელომ დაახრჩო. სინამდვილეში კი, ოტელომ, როცა მას ახრჩობდა, ნაბიჯების ხმა გაიგო, და დეზდემონას სიკვდილის დასაჩქარებლად, ის ხანჯლით განგმირა. 6. ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ დედამიწა მრგვალი იყო ბევრს მიაჩნია, რომ უდიდეს გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე, ადამიანებს დედამიწა ბრტყელი ეგონათ. ეს ასე არაა. ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ჩვ. წ.აღ-მდე ბერძენი სწავლული ერატოსფენ კირენიელი ამტკიცებდა, რომ დედამიწა მრგვალია. მან მისი რადიუსის გაზომვაც კი მოახერხა და პრაქტიკულად არც შემცდარა მიღებულ შედეგში. ხოლო 100 წლით ადრე არისტოტელეს 3 მაგალითი მოყავდა დედამიწის მრგვალი ფორმის დასამტკიცებლად: 1.მთვარის დაბნელების დროს, დედამიწის ჩრდილის კიდე, რომელიც მთვარეზე ხვდება, რკალის ფორმისაა და მხოლოდ სფეროსმაგვარ ფორმას შეუძლია ასეთი ჩრდილი ჰქონდეს. 2.გემები, რომლებიც ზღვაში გადიან, თანდათან კი არ ქრებიან მხედველობის არედან, როგორც ეს ბრტყელი დედამიწის შემთხვევაში უნდა იყოს, არამედ დროთა განმავლობაში მკეთრად “იძირებიან" და ჰორიზონტს მიღმა ქრებიან. 3.ზოგიერთი ვარსკვლავის დანახვა მხოლოდ დედამიწის გარკვეული ადგილიდანაა შესაძლებელი. 5. ალბერტ აინშტაინი ოროსანი არ ყოფილა ეს აინშტაინის შეფასებებია 6 ქულიანი სკალით. როგორც ხედავთ, ცუდი ნიშანი მას მარტო ფრანგულში ეწერა. ისტორია, რომ სკოლაში ის ცუდი მოსწავლე იყო და შემდეგ გენიოსი გახდა-გამოგონილია. ამიტომ, ოროსნებს, რომლებიც თავს ამით იმშვიდებენ, ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ სწავლის გარეშე, ერთ მშვენიერ დღეს, უდიდეს აღმოჩენებს გააკეთებენ ფიზიკაში. 4. მერლინ მონრო ქერა არ ყოფილა მერლინს დაბადებიდან მუქი თმა ჰქონდა. ქერად გახდომა იმიტომ გადაწყვიტა, რომ სამოდელო ბიზნესში ქერები ადვილად აღწევდნენ წარმატებას. 3. კაპიტანი კუკი აბორიგენებს არ შეუჭამიათ კუკი ჰავაელებმა მოკლეს, ნაპირზე ატეხილი შეხლა-შემოხლის დროს. უფრო ზუსტად კი, სიკვდილის მიზეზი თავში მოხვედრილი შუბი გახდა. კუკის ცხედარი აბორიგენებმა წაიღეს, ეკიპაჟი კი გემზე დაბრუნდა და მოგვიანებით კაპიტნის ცხედრის გადმოცემა ითხოვეს. აბორიგენებმა ცხედარი დააბრუნეს და კაპიტნის ნეშტი საზღვაო წესით, ზღვაში დაასაფლავეს 1779 წელს. 2. თევზებს არცთუ ისე ცუდი მეხსიერება აქვთ. მითი, რომ თევზებს 5 წამიანი მეხსიერება აქვთ, ისრაელის მეცნიერებმა დაამსხვრიეს. ისინი ერთი თვის განმავლობაში ურთავდნენ ერთსა და იმავე მუსიკას თევზებს, ჭამის დროს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათ შეამოწმეს, ახსოვდათ თუ არა თევზებს ეს მუსიკა. თევზებმა, გაიგეს თუ არა ნაცნობი მუსიკა, მაშინვე მოცურდნენ და საკვებს დაუწყეს ლოდინი. 1. მარია ანტუანეტას არ უთქვამს: “თუ პური არ აქვთ, ნამცხვარი ჭამონ." ეს ფრაზა პირველად ჟან ჟაკ რუსომ გამოიყენა. ის პრინცესას შესახებ წერდა, რომელმაც ასეთი რამ წარმოსთქვა. თანაც ამ დროს მარია ანტუანეტა ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ეს ფრაზა შემდგომში გამიზნულად მიაწერეს დედოფალს. რუსოს ფრაზაში თავდაპირველად არა ნამცხვარი, არამედ ბრიოში-ფუნთუშის ერთგვარი სახეობა ფიგურირებდა. იმ დროს საცხობებს ევალებოდათ “სოციალური პური" " გაეყიდათ. როცა ეს პური თავდებოდა, საცხობები ბრიოშის გაყიდვას იწყებდნენ, რადგან ამ პურსა და ბრიოშს შორის ფასის სხვაობა მინიმალური იყო. 1481 1-ს მოსწონს
|