x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138998
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
მილიონერმა ბანკირმა სასამართლოში თავი მოიკლა(ფოტო+ვიდეო)

მას შემდეგ, რაც სასამართლოს სხდომაზე 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ამერიკელმა ბანკირმა და მილიონერმა მაიკლ მარინმა თავი მოიკლა.imageეს ყველაფერი მოხდა 28 ივნის პირდაპირ მოსმენის დროს.როგორც კი, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა მაიკლმა ჩუმად წინასწარ გამზადებული სამედიცინო პრეპარატები გადაყლაპა და წყალი დალია.
მას შემდეგ, რაც 53 წლის მამაკაცი ცუდად გახდა, თვითმხილველებმა სასწრაფო გამოიძახეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.ბანკირის შველა ვეღარ მოხერხდა და იგი გზაში გარდაიცვალა.
ჟურნალ Fox News_თვის მიცემულ ინტერვიუში პოლიციელმა ჯეფ სპრონგმა, რომელიც სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა განაცხადა, რომ თავიდან ვერაფერი ვერ გაიგეს, როცა მილიონერი ცუდად გახდა. მისი თქმით მხოლოდ ვიდეო-ჩანაწერის ნახვის შემდეგ მიხვდნენ, რომ მაიკლმა თავი მოიკლა.

"თავდაპირველად ჩვენ ვერაფერი ვერ გავიგეთ, თუ რა ხდებოდა.მხოლოდ ვიდეო-ჩანაწერის, (რომელიც სასამართლო პროცესს იწერადა)ნახვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მარინმა მიიღო დიდი რაოდენობით სამედიცინო მედიკამენტები.ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ.იგი ძალიან ცნობილი ადამიანი იყო."
ამ დროისთვის პოლიცია ცდილობს გაარკვიოს, თუ საიდან აღმოაჩნდა ბანკირს სამედიცინო პრეპარატები, თანაც ასეთი რაოდენობით.
2009 წელს მარინმა აიღო იპოთეკური სესხი 3.5 მილიონი დოლარის ოდენობით.თანხა მას მდიდრული სასახლის ასაშენებლათ სჭირდებოდა, რომლის ფართობიც დაახლოებით 7000კვ/მ იყო. თუმცა მან აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შესძლო და მოგვიანებით იძულებული გახდა სასახლის მეორე სართული გადაეწვა, რომ დაზღვევის თანხა აეღო.
2012 წელს ყველაფერს ნათელი მოეფინა და მილიონერი, რომელიც ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა ბრალდებულთა სკამზე აღმოჩნდა.

2
571
5-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
571
  
2012, 1 ივლისი, 10:30
უბრალოდ არ მესმის ეს ხალხი კაცი კვდება და ესნი მშვიდად ზიაან რააა საშინელებაა
0 1 2