სწავლა : ბევრი კითხვა, გადაღლილობა, თალის ტკივილი, უძილობა, თუმცა ზოგჯერ სიამოვნება, წინსვლა ცხოვრებაში და ა.შ. ბავშვობაში მშობლები ახდენენ ზეგავლენს, სკოლის პერიოდში სწავლა ან არ სწავლა მათი მიზეზით ხდება. ამთავრებ სკოლას და მათივე მოთხოვნით აბარებ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა შენ ჯერ კიდევ არ გაქ გადაწყვეტილი რა გინდა რომ გამოხვიდე, რა არის შენი მოწოდება, შენი საყვარელი საქმე, რომელსაც ყოველთვის ხალისით გააკეთებ. რას იტყვის ხალხი თუკი იმ წელსვე არ ჩააბარებ? დაიწყება ჭორები ერთ ბავშვს ასწავლეს მეორეს არა, როგორ გაუჭირდათ ბავშვს მომავალი დაუკარგეს, რა უნდა გააკეთოს უმაღლესი განათლების გარეშე....
არავინ ფიქრობს ჩვენზე, რასაც გკარნახობენ ის უნდა გააკეთო, განა ამდენი უმაღლეს დამთავრებული საჭიროა??? რამდნეია უმუშევარი ადამიანი რომელთაც 2 დიპლომი უდევთ, ან ტაქსის მძღოლად მუშაობენ, 1000 დან 1 ხდება წარმატებული თავისი პროფესიით, მონდომებითა და შრომით.განა არ უნდა ვისწავლოთ, უბრალოდ ნუ გვაიძულებენ თავისი სურვილისამებრ ავირჩიოთ ფაკულტეტი და მოგვცენ დრო განვსაზღვროთ ვინ გვინდა რომ გამოვიდეთ...