x
კონტროლიორები ახალ ლურჯ ავტობუსში
ყოველდღე ვმგზავრობ ახალი ლურჯი ავტობუსით, რომლებიც ვაკე-საბურთალოს ხაზზე მუშაობენ. ხშირად შევსწრებივარ, როგორც ძველ ყვითელი ფერის ავტობუსებში ასევე ახალშიც კონტროლიორთა ჩასაფრებულ რეაქციებს მგზავრთა მიმართულებით.

image

ყოველდღიურად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რამდენიმე ასეული ავტობუსის საშუალებით 200 000 მგზავრს ემსახურება . ხოლო კონტროლიორთა რიცხვი დღიურად 150-200 კაცს უდრის და მათი მიზანი უბილეთო მგზავრთა აღკვეთა ანუ დაჯარიმებაა, რომლის საფასური შეადგენს 5 ლარს, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა დაიფაროს, ასევე გაქვს 10 დღის ვადაში გასაჩივრების უფლება, ხოლო არ გადახდის შემთხვევაში კი ჯარიმა მიაღწევს 50 ლარს.საფასურის გადახდის კონტროლი დაწესდა იმიტომ, რომ მგზავრთა ნაწილი თავს არიდება ბილეთის აღებას.


თუმცა მგზავრთა ნაწილი უმეტესად კი მოზარდები კვლავ ახერხებენ თავი აარიდონ ბილეთის აღებას და კონტროლიორებსაც უსხლტებიან.



დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც უნივერსიტეტიდან სახლში მივდიოდი ავტობუსში მყოფი ზედამხედველი, რომელიც მგზავრებს ეხმარება ბილეთის აღებაში და ასევე ზოგიერთ მათგანს ახსენებს კიდეც დროულად აიღოს ბილეთი ძალიან კარგი და სათნო ადამიანი აღმოჩნდა და არ გავდა თავის კოლეგებს, რომლებიც იძულებით ცდილობენ, ხმამაღალი ტონით და ზოგჯერ წყრომითაც დროულად აიღონ ბილეთი. ზედიზედ რამდენიმე სკოლის მოსწავლე ამოვიდა და არც ერთ მათგანს არ აუღია ბილეთი სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელიც დაასახელეს კიდეც.ზედამხედველმა კი თავზე ხელის გადასმით, თვალის ჩაკვრითა და დარიგებით ჩააცილა თითოელი მათვის განკუთვნილ გაჩერებებზე.


დღეს კი მე იმ კატეგორიის კონტროლიორებს გადავეყარე ავტობუსში, რომლებიც ჩასაფრებულები არიან უბილეთო მგზავრებზე. მე ვერც კი გავიგებდი, როგორ ჩაიყვანა კონტროლიორმა სტუდენტი ბიჭი, რომ არა მგზავრთა შეძახილები : "არ ჩახვიდე ", "რას აკეთებთ ", "როცა ჩამოვა და არ ექნება, მაშინ დააჯარიმეთ ახლა რატო ჩაგყავთ ".


დიახ რატო ახლა და არა იმ შემთხვევაში, როდესაც ავტობუსიდან ჩავალ და არ მექნება ბილეთი?! ვთქვათ მე ვარ ბავშვიანი, ვარ შორს ბილეთის აპარატიდან, არის გადაჭედილი ავტობუსი და სხვათა და სხვათა მიზეზთა გამო... იქნებ მე არ მსურს ჩემი ბარათი სხვას გადავაწოდო, რადგან მომხდარა ისეც, რომ გადაწოდებული ბარათი არ გაუტარებიათ და შემდეგ ისევ ჩვენ დავზარალებურვართ - მგზავრები. კონტროლიორებს არ აინტერესებთ და არ ითვალისწინებენ ადამიანის ნათქვამს. დიახ ადამიანის, რადგან ყველა ჩვენგანი ადამიანია და პირველ რიგში ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მატერიალური ღირებულებები არ უნდა დავაყენოთ წინა პლანზე.


მე ვფიქრობ და ვიცი, რომ ეს არაა მარტო ჩემი აზრი, ეს თქვა ერთმა ლამაზმა და გაპრანჭულმა ქალბატონმა ავტობუსში–"ამოსვლისას მე ვაყოვნებ სხვას, როდესაც ვცდილობ ბილეთის აღებას და რატო უნდა გავუკეთო ის სხვას, რაც მე თავად არ მსურს გამიკეთონ, როდესაც მომიწევს ჩასვლა ავიღებ ბილეთს ჩემი მგზავრობისთვის და ჩავალო ".


მიუხედავად იმისა, რომ მე პირველივე შესაძლებლობისთანავე ვიღებ ბილეთს მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ავტობუსიდან იმ მგზავრის ძალით ჩაყვანა "ადექი ჩამოდის" თქმა იმის გამო, რომ ჯერ ბილეთი არ აუღია, რომელიც რა იცი სად?ვისთან?რატო მიდის?


მახსოვს მეორე კურსზე მეტყველების კულტურის ლექტორმა თქვა " ეს თქვენი კულტურაა, აიღებთ თუ არა ბილეთს ავტობუსში ". მაგრამ რომელ კულტურაზეა საუბარი, როდესაც ბონუსების დაწერაში ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტ მგზავრს დააჯარიმებს და გამოსდით მათთან, ვინც არ იცის, ვინც ზედმეტად მორცხვი ან მორჩილია.


არ შეიძლება იძულება, არ შეიძლება მიუთითო და ჩასვა ჩარჩოებში . დახვდი გაჩერებაზე და დააჯარიმე თუ "ახალი ლურჯი ავტობუსებიდან" უბილეთო მგზავრი ჩამოვა .


2
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ფახურიძე
ანი ფახურიძე
74
  
2018, 18 მაისი, 10:20
სრულიად მართალი ხართ !!! გამოჭერაზე არიან !!!.
0 1 2