სხვა ჯეკი ჩანმა ლესბოსელი ქალიშვილი სახლიდან გააგდო 2018, 16 მაისი, 13:55 ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, ჯეკი ჩანის ქალიშვილმა ეტა ნგ ჩჟო ლამმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ მამამ სახლიდან გააგდო, წერს გამოცემა Economic Times-ი. მისი თქმით, „ჰომოფობმა მამამ“, როგორც კი შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო, მაშინვე შინიდან გააგდო და ახლა წყვილს საცხოვრებელი აღარ აქვს. „ის უბრალოდ ცდილობს, ფულები დასცინცლოს ჯეკი ჩანს“, — მიაჩნიათ ინტერნეტმომხმარებლებს.
ეტა ჯეკი ჩანს ქორწინების გარეშე გაუჩინა სილამაზის დედოფალმა ეილინ ნგმა, რომელთანაც მსახიობს „წამიერი“ რომანი ჰქონდა.
325 6-ს მოსწონს
|