სხვა 12 ყველაზე გიჟური სპორტი მსოფლიოში 2018, 16 მაისი, 15:02 1. ცოლის ტარებაეს სპორტი ფინეთის ქალაქ Sonkajarvi-ში გაჩნდა. მამაკაცებს ცოლები ჰყავთ "აკიდებული" და ასე ეჯიბრებიან ერთმანეთს, მათ სხვადასხვა დაბრკოლებები ხვდებათ. ეს სპორტი მე-19 საუკუნის ლეგენდაზე დაფუძნებული ყაჩაღ როკენინის შესახებ. ლეგენდის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ყაჩაღი როკენინი და მისი ბანდის წევრები მეზობელი სოფლებიდან საჭმელს იპარავდნენ და ქალებს იტაცებდნენ და გარბოდნენ ისე, როგორც ქვედა სურათზეა ნაჩვენები. ჩემპიონატი ფინეთში ყოველწლიურად იმართება და გამარჯვებული თავისი ცოლის წონის ლუდს იღებს. იხილეთ ვიდეო. 2. ყველის დაგორებაყოველწლიურად დიდი რაოდენობის ყველი იგზავნება ინგლისში, კუპერის მთაზე და შეჯიბრი სწორედ ამის მერე იწყება. ყველის დაგორების სიჩქარე ხშირად ძალიან მაღალია და მისი დაჭერის შანსებიც მცირდება. ამიტომაც, ზოგჯერ იმ ადამიანს მიიჩნევენ გამარჯვებულად, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. თუ ამ შეჯიბრში მონაწილეობას გადაწყვეტთ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან კუპერის მთის ზედაპირმა შესაძლოა სერიოზული დაზიანებები გამოიწვიოს წაქცევის შემთხვევაში. იხილეთ ვიდეო. 3. ჭადრაკ-კრივიჭადრაკ-კრივი ჰოლანდიელმა მხატვარმა იეფბ რუბინგმა გამოიგონა, რომელსაც თავდაპირველად ეს უფრო მეტად ხელოვნებად წარმოედგინა, ვიდრე სპორტად. დღეს თამაში 11 რაუნდისგან შედგება, რომელთაგან 6 რაუნდი ჭადრაკს ეთმობა, 5 კი - ბოქსს. მონაწილეებს შეუძლიათ გაიმარჯვონ ნოკაუტით რინგზე ან შამათით ჭადრაკის დაფაზე. ეს სპორტი კარგი შესაძლებლობაა თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ერთად გამოსაცდელად. იხილეთ ვიდეო. 4. მატლების მოზიდვაამ სპორტში მონაწილეებს 3 კვადრატული მეტრის მიწა ეძლევათ, საიდანაც რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მატლი უნდა ამოიყვანონ 30 წუთის განმავლობაში. მსოფლიო რეკორდი 10 წლის სოფი სმიტს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიწიდან 567 მატლი ამოიყვანა. იხილეთ ვიდეო. 5. ფეხბურთი ბუშტებითეს სპორტი სახალისოა არა მხოლოდ მონაწილეებისთვის, არამედ მაყურებლებისთვისაც. მონაწილეებს გამჭვირვალე ბუშტები აქვთ "წამოცმული", რომელიც მათ ზედა ტანსა და თავს ფარავს. თამაში ნორვეგიაში გამოიგონეს 2011 წელს. სპორტში 2 გუნდი იღებს მონაწილეობას და თითოეული მაქსიმუმ 5 ადამიანისგან შედგება. წესების მიხედვით, თითოეულ გუნდს მინიმუმ 1 ქალი მოთამაშე მაინც უნდა ჰყავდეს. იხილეთ ვიდეო. 6. ტალახქვეშ ცურვაეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სპორტია მსოფლიოში. ყოველ აგვისტოს მცურავები მთელი მსოფლიოდან უელსის პატარა ქალაქ Llanwrtyd Wells-ში იკრიბებიან ტალახქვეშ ცურვის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. მათ მოეთხოვებათ წყალქვეშ სასუნთქების და "ფარფლების" ტარება. იხილეთ ვიდეო. 7. ბამბუკით ნაოსნობაეს სპორტი პოპულარულია ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მონაწილეები ბამბუკზე დგანან და ნიჩბადაც ბამბუკს იყენებენ. თავდაპირველად, ბამბუკით ნაოსნობა სპორტი კი არა, გადაადგილების საშუალება იყო ჩინეთის პროვინციებში. იხილეთ ვიდეო. 8. ექსტრემალური დაოთოებამონაწილეები საკუთარ თავს დამაუთოებლებს უწოდებენ და სახიფათო ადგილებში საუთოო დაფით მიდიან. აქტივობა შეიძლება შედგეს წყალქვეშ, მთის წვერზე, მოძრავ მანქანაში, კანოეში, შუა ქუჩაში, სნოუბორდზე ან ჰაერში. იხილეთ ვიდეო. 9. ფეხის თითებით ჭიდაობაამ სპორტის მონაწილეები ცდილობენ, მოწინააღმდეგეს ტერფი მიწაზე მინიმუმ 3 წამის განმავლობაში მაინც დაადებინონ. სპორტში 3 რაუნდია, პირველში მარჯვენა ფეხები "თამაშობენ", მეორეში - მარცხენა ფეხები. ეს უცნაური სპორტი 1976 წელს იღებს სათავეს, როცა სტაფორდშირში მცხოვრები ხალხის ჯგუფი ფიქრობდა ისეთი სპორტის გამოგონებაზე, რომლის მოგებასაც მხოლოდ ბრიტანელები შეძლებდნენ. იხილეთ ვიდეო. 10. მორის დაგორება2 კონკურსანტი ცდილობს, წონასწორობა შეინარჩუნოს მოცურავე მორზე და ამასთანავე, ბალანსი დააკარგინოს მოწინააღმდეგეს. მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთის წყალში გადასაგდებად სხვადასხვაგვარი ტექნიკა გამოიყენონ, მაგალითად მორზე ფეხის დარტყმა, მიმართულების შეცვლა და ა.შ. თუმცა, მათ ეკრძალებათ ერთმანეთის შეხება და მორის ცენტრალური ხაზის გადაკვეთა. ეს სპორტი მოითხოვს ფეხების სიძლიერეს და ბალანსის შენარჩუნების უნარს. იხილეთ ვიდეო. 11. წყალქვეშა ბოქსიშეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ წყალქვეშა სპორტი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ბოქსით დაკავება უნდა, თუმცა არ სურს, რომ სახე და ტანი იტკინოს და დაიზიანოს. ბოქსიორებს უნდა შეეძლოთ წყალქვეშ სუნთქვის შეკავება 1 წუთით 3 რაუნდის განმავლობაში. იხილეთ ვიდეო. 12. ცხვრების დათვლაცხვრების დათვლის სპორტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ავსტრიაში ბოლო წლების განმავლობაში. საყურადღებოა, რომ ცხვრების დათვლა ხშირად ძილს გვრის მონაწილეეს, ამიტომ ეს სპორტი დიდ ყურადღებას და დაკვირვებას მოითხოვს. შეჯიბრში მონაწილეობას დაახლოებით 400 ცხვარი იღებს ხოლმე, რომლებსაც მონაწილეები მაქსიმალურად აკურატულად თვლიან. ადამიანი, რომელიც ცხვრების ზუსტ რაოდენობას დაადგენს, კონკურსის გამარჯვებული ხდება. იხილეთ ვიდეო. 403 7-ს მოსწონს
|