სიახლეები რატომ უნდა გვეძინოს მარცხენა მხარეს – რჩევები დოქტორ ჯონ დუილარდისგან 2018, 15 მაისი, 1:49 თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, გულძმარვა და კისრის ტკივილი, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის, რასაც დოქტორი ჯონ დუილარდი გირჩევთ.
ძილს ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, არასწორი პოზა კი თქვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება.
ძილის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ პირველ რიგში საწოლს - თქვენი ლეიბი არ უნდა იყოს ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი.
თუ ბალიშს იყენებთ, უნდა შეამოწმოთ, იგი კომფორტულად გაქვთ თუ არა მოთავსებული, კისრის არე უნდა გათავისუფლებული იყოს დატვირთვისაგან.
დოქტორ ჯონ დუილარდის გამოკვლევით, მარცხენა მხარეს ძილი ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ასევე ემოციური ჯანმრთელობის ხელშეწყობას. როგორც ის აღნიშნავს, მარცხენა მხარეს ძილი თქვენი ნერვული სისტემის ემოციურ დაბალანსებას უზრუნველყოფს და გულის დაავადებების თავიდან აცილება ასე უფრო მარტივად შეიძლება.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ძილის ჩვევები, შეეცადეთ დაიცვათ რამდენიმე მარტივი რჩევა.
ჯონ დუილარდი გირჩევთ:
1.თუ თქვენ ზურგზე წოლა გიყვართ, ბალიში ისე მოათავსეთ, რომ ხერხემალი ძალიან არ დაგიმძიმდეთ, კარგი იქნება, თუ ბალიშებს მუხლებ ქვეშაც მოათავსებთ.
2. მარჯვენა მხარეს წოლისას, სცადეთ თხელი ბალიში გამოიყენოთ და ხელები მაქსიმალურად გამოითავისუფლოთ. ფეხებს ნუ მოხრით ბოლომდე.
3. მუცელზე წოლის დროს კი, საერთოდ ნუ გამოიყენებთ ბალიშს, ხელები ჰორიზონტალურად სწორად გაშალეთ და აკონტროლეთ ხერხემალი, სანამ ჩაგეძინებათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
2101 3-ს მოსწონს
|