საზოგადოება როგორია დედოფლისწყაროში დაშავებული 17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018, 13 მაისი, 16:37 . დედოფლისწყაროში ავტომანქანის შეჯახებისას დაშავებული 17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის კვლავ თბილისის ერთერთ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გოგონა ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.
.
გავრცელებული ცნობით, პაციენტის ოჯახი გოგონას საზღარგარეთ გადაყვანას შეეცადა, თუმცა თურქეთის კლინიკებმა გოგონას მიღებაზე უარი თქვეს.
.
მედიკოსების განმარტებით, მისი მდგომარეობა უიმედოა. მისი გადარჩენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ორგანიზმი რამდენიმედღიან კრიზისულ პერიოდს დაძლევს.
.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დილის 9 საათისთვის, მძღოლი, რომელიც ჯერ ქვეითად მოსიარულეს, შემდეგ ორ მანქანას შეეჯახა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ღამენათევი იყო. ავტოსაგზაო შემთხვევა 10 მაისს დილით, მოხდა დედოფლისწყაროში. ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სწრაფად მოძრავი აუდის მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი გაჩერებულ მარშრუტკას და ჟიგულს შეეჯახა. არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც სკოლაში მიდიოდა.
.
„მაღაზია „უნივერსალთან“ შეჯახების კვალი ახლაც არის, ევაკუატორით მანქანა რომ წაიღეს, იქ ვიყავი. ოქროსფერი აუდი იყო, მისი სანომრე ნიშანიც დავიმახსოვრეთ, TAI-006. ამბობდნენ, მძღოლიც საავადმყოფოში გადაიყვანესო... მძღოლი თავს იმართლებდა, ჩემი ბრალი არ არის, თვითონ გადმომიხტაო. გოგონა რუსულ სკოლაში დადის, ყოველთვის ძმასთან ერთად გადის სახლიდან, მაგრამ იმ დილას ძმა ადრე წასულა, გოგონას კი შეაგვიანდა გასვლა და ბაზართან ეს შეემთხვა, “ - იხსენებენ თვითმხილველები.
.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გოგონა დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა. შემდეგ კი დაშავებული კატასტროფის ცენტრმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
.
მომხდარზე მოკვლევას შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.
567 2-ს მოსწონს
|