საბუნებისმეტყველო არსებობს თუ არა მხოლოდ ერთი სამყარო და გაწერილია თუ არა ჩვენი მომავალი? 2018, 12 მაისი, 13:58 კემბრიჯისა და პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ დიდ აფეთქებას 14 მილიარდი წლის წინ, რისგანაც ჩვენი კონკრეტული სამყარო (უნივერსი) წარმოიშვა, წინ უძღოდა "დიდი ამოფრქვევა". ეს კი მათი აზრით მოხდა არა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სამგანზომილებიან, არამედ თერთმეტგანზომილებიან სივრცეში. ამ თერთმეტიგან კი 6 მიკროსკოპული ძაფებითაა დაქსელილი. ზუსტად ამ ამოფრქვევის ენერგიამ გამოიწვია "დიდი აფეთქება", დიდი ინფლაცია, ამან კი თავის მხრივ დრო-სივრცე და მატერია წარმოშვა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოს ფიზიკოსებს ძალიან ეჩოთირებოდათ კითხვა - "რა იყო დიდ აფეთქებამდე?" ვინაიდან არ იცოდნენ ამაზე რა ეპასუხათ. მას შემდეგ, რაც მრავალგანზომილებიანი სივრცის იდეა გაჩნდა, ისინი მხრებში გაიმართნენ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით არსებობს რაღაც მემბრანა, რომელიც მთელი სამყაროს აგებულების ელემენტარული აგურია. და როცა სხვა განზომილებაში ამ მემბრანამ რხევა დაიწყო, ამან იმ პროცესებამდე მიგვიყვანა სამ განზომილებიან სივრცეში, რასაც დიდ აფეთქებას ვუწოდებთ. აკადემიკოსი მოსე მარკოვი ფიქრობს, რომ არსებობს არაერთი სამყარო, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ დროის კვანტით ჩამორჩებიან. მათში თანმიმდევრულად ვითარდება ერთი და იგივე პროცესები, ამიტომაც თუ ამ ერთი სამყაროდან პარალელურ სამყაროებზე "გადართვას: ვისწავლით, მაშინ შევძლებთ მივიღოთ ინფორმაცია როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე. საინტერესო მოვლენაა ისიც, რომ ასტრონომებმა თვალთახედვის არედან უკვე ათასობით კომეტა დაკარგეს და ვერ გაუგიათ სად გაქრნენ ისინი. გამორიცხული არაა, რომ კომეტების, ტუნგუსკის მეტეორისა და დედამიწაზე დანარცხებული სხვა კოსმოსური სხეულების ასე საიდუმლო გაქრობის მიზეზი სწორედ ჩვენს სამყაროში არსებულ :სარკისებურ ნივთიერებაში" იმალება. "სარკისებური ნივთიერება" შესაძლოა შავი მატერიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სხვათაშორის არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ მისი წყალობით ჩნდებოდეს სფერული ელვა და სხვა ფენომენები. ყოველ შემთხვევაში ეს აზრი გამოთქვა მელბურნის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა დოქტორმა რობერტ ფუთმა. დოქტორ ფუთის განცხადებთ თუკი სარკისებური ნივთიერება რეალურად არსებობს, მაშინ ასევე არსებობს სარკისებური ვარსკვლავები, სარკისებური პლანეტები და სარკისებური სიცოცხლეც. ამ ყოველივეს სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენს პლანეტაზეც კი ხშირად ხვდებიან სავარაუდოდ სარკისებური ნივთიერებისგან შექმნილი სხეულები და საკმაოდ უჩვეულო მოვლენებს იწვევენ. მაგალითად ასეთ შემთხვევას შეიძლება მივაკუთვნოთ ციმბირის ტაიგაში 1908 წელს ჩამოვარდნილი ტუნგუსკის მეტეორიტის დაცემის შემდგომი აფეთქება, თავად მეტეორიტი კი ვერსად იქნა აღმოჩენილი. ასევე იორდანიაში 2001 წელს მომხდარი შემთხვევა - სამგლოვიარო პროცესიას დაახლოებით ასამდე ადამიანი მიაცილებდა. მოულოდნელად პროცესიის მაღლა და ძალიან ახლოს გამოჩნდა სფერო, რომელიც კვამლიან გამონაბოლქვს ტოვებდა. შემდეგ სფერო ორად გაიყო და იქვე ახლო გორაკზე აფეთქდა. ეს პროცესიიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში მოხდა. ასტრონომებმა შეამოწმეს, მაგრამ ვერ იპოვეს აფეთქების შედეგად გაჩენილი კრატერი და ვერც მეტეროტის თუ იმ გაუკრვეველი წარმომავლობის სფეროს ნამსხვრები. მათ მხოლოდ აალებული ხეები და დათუთქული მიწის კვალი დახვდათ, ისე როგორც ტუნგუსკის მეტეორიტის შემთხვევაში. ზოგიერთი თეორეტიკოსი ვარაუდობს, რომ ყოველ ელემენტარულ ნაწილაკს თავისი სარკისებური პარტნიორი გააჩნია. ოღონდ როგორც წესი ეს ნაწილაკი ადამიანის მიერ არ ფიქსირდება. მხოლოდ ზემგრძნობიარე ფსიქიკის ადამიანებს, მაგ. ექსტრასენსებს, შეუძლიათ სარკისებრი ნივთიერება ფიზიკურად აღიქვან. რა მექანიზმით ახერხებენ ამას ისინი? ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ როდესაც სარკისებრი ნივთიერება ჩვენს სამყაროსთან კონტაქტში შემოდის, ხდება ენერგეტიკური ამოფრქვევა და ექსტრასენსებს სწორედ ამ ამოფრქვევის აღქმა შეუძლიათ. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 681 2-ს მოსწონს
|