საზოგადოება გოგონა ვერც კი ხვდება, რომ იმ ბიჭის გვერდზე ზის, რომლის მუსიკასაც უსმენს 2018, 11 მაისი, 9:56 ბევრ ჩვენგანს უნატრია, საყვარელ მსახიობს ან ხელოვანს შეხვედროდა მაღაზიაში, ბარში ან თუნდაც ქუჩაში, გამოლაპარაკებოდა ან უბრალოდ მისი დიდი სიყვარული და თაყვანისცემა გამოეხატა იქ და იმ დროს. შარშან, ივლისში, ერთ გოგონას ბედმა გაუღიმა – ის თვითმფრინავში იჯდა თავისი საყვარელი მუსიკოსის გვერდით, თუმცა, თავისდა სამწუხაროდ, ალისია ამას ვერ ხვდებოდა. დოტანი კი, თვითონ ეს მუსიკოსი, ამ ამბავს თავის თვითერის „ფოლოვერებს“ უზიარებდა. 31 წლის ნიდერლანდელი მომღერალი თვითფრინავში იყო, როცა შეამჩნია, რომ გვერდით მჯდომი გოგონა მის ალბომს უსმენდა. როცა გამოელაპარაკა, დოტანი მიხვდა, რომ ალისია ნამდვილად ვერ ცნობდა მას. სანამ მომღერალი მინიშნებების მიცემას ცდილობდა, იგი ამ ყოველივეს „ფოლოვერებს“ უზიარებდა და საბოლოოდ ერთ-ერთი მათგანის რჩევით გადაწყვიტა, წერილი დაეტოვებინა გოგოსთვის. ქვემოთ ნახავთ, როგორ განვითარდა სიტუაცია და როგორი იყო ალისიას რეაქცია წერილზე. კარგი...ესე იგი, მე ახლა ვიმყოფები თვითმფრინავში და ჩემს გვერდით მჯდომი გოგონა უსმენს ჩემს ალბომს. აბსოლუტურად ყველა სიმღერას. ცოტა არ იყოს უხერხულია და სასიამოვნოც ამავე დროს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მკითხა, თუ რას ვსაქმიანობ...ცხოვრებაში... მოკლედ, ვუთხარი, რომ მუსიკას ვწერ... ჯერ-ჯერობით ყველაფერი ისევ ისე დავტოვე და მან განაგრძო ჩემი მუსიკის მოსმენა. მგონი „დამაფოლოვებს“ ინსტაგრამზე.. ასე რომ, გამარჯობა თვითმფრინავის მეგობარო. მადლობა, რომ ჩემს მუსიკას უსმენ და თან ჩუმად ჰყვები. ახლახან მან თქვა „დოტანი“ თვალის დაუხამხამებლად. მე კი ისეთი სახე მივიღე, ვითომ არც არასდროს გამიგია. წერილი დაუტოვე, როცა თვითმფრინავიდან ჩახვალ და უთხარი, სახლში წაიკითხოს. ეს ყველაზე მაგარი მინიშნება იქნება! რატომ არ აჰყვები მუსიკას იქამდე, სანამ არ მიხვდება? იმიტომ, რომ... თვითმფრინავში ვარ. 2საათი დარჩა ჩასვლამდე. სიახლე: ჯერ ვერაფერს ხვდება. მკითხა, თუ მომწონს „ლაივ“ მუსიკა და ნიდერლანდურად ვწერ თუ ინგლისურად. მე ვუპასუხე, რომ „ლაივ“ მუსიკას არაფერი სჯობს და ვწერ ინგლისურად. მე: „როგორ აღმოაჩინე ის მუსიკა, რომელსაც ახლახანს უსმენდი?“ ის: „ჩემს საყვარელ სატელევიზიო შოუში მოვუსმინე. თავს კომფორტულად მაგრძნობინებს და მამშვიდებს. უცნაური იქნება შენთვის კომპლიმენტების მიღება მადლობის გადახდის შესაძლებლობის გარეშე. და შემდეგ ყველაზე უხერხული მომენტი: მან ჩემს სიმღერას მომასმენინა... ის: „ხომ ლამაზია?“ მე: „აჰამ“ მოკლედ, ჩამოვედით... (მაპატიეთ, დაშვებისას „ვაიფაი“ არ იყო). წერილი დავუწერე და მივეცი თვითმფრინავიდან ჩასვლისას. არ მინდოდა ყველაფერი ჩამეშალა ან ალისია შემერცხვინა. ეს მუსიკას ეხება და ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის.
და დოტანმა მიიღო საპასუხო წერილი ალისიასგან: ძვირფასო დოტან, მართლა არ ვიცი საიდან დავიწყო. პირველ რიგში: არ მჯერა, როგორი სულელი ვარ, რომ ვერ გიცანი და შენს მინიშნებებსაც ვაიგნორებდი.
130 1-ს მოსწონს
|