x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135704
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
ნიკა გვარამია:გუგული მაღრაძეს ამიერიდან დაერქვას "ქალბატონი ფელამუშა"
"რუსთავი 2" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიან ამ ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელით გამოაცხადა კონკურსი, პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის მეტსახელზე.

image
"ვაცხადებ კონკურსს გუგული მაღრაძის დასაცინ სახელზე. საუკეთესოს გამოვავლენ მე და გადავცემ 500 ლარს (ლაიქების რაოდენობას მნიშვნელობა ექნეა, მაგრამ არა გადამწყვეტი). სახელი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ სამი სიტყვისგან. დავიწყეთ და კვირას 23:59 წუთამდე ვიღებ ვარიანტებს. თუ არც ერთი არ მომეწონა ძალიან, პრიზს არავისაც არ გადავცემ. თუ 2 ან სამი - პრიზი გაიყოფა. არ ვხუმრობ, დრო ჩაირთო."

imageწუხელ ნიკა გვარამიამ გამოავლინა გამარჯვებული, თუმცა გამარჯვებული გამოდგა ჯერჯერობით უცნობი პიროვნება, რომელიც გუგული მაღარაძეს ვიდეოში "ქალბატონი ფელამუშას" სახელით მოიხენიებს:


"ხმა მიაწვდინეთ გამარჯვებულს და უთხარით, რომ 500 ლარი მოიგო. გადავცემ პირადად."-წერს სოციალურ ქსელში გვარამია.

imageფოტოზე:კადრი ვიდეოფირიდან

image


გუგული მაღრაძე დაიბადა 1945 წელს, 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის განხრით, დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის ფაკულტეტი 1974 წელს ხოლო სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი 1997 წელს.


1992-1998 იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი; 1994-1997წლებში. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე;



1995-იდან 1998~მდე საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის პრორექტორი; 1981-2001წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2000-2001წელბში. აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; 2001-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე;


2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. არის 2 მონოგრაფიის – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა"(1980); "სოციალური გავლენების ფსიქოლოგია"(2007) და სახელმძღვანელოს – "კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა"(2005) ავტორი.


პარლამენტის წევრი ბლოკი "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან".

1
147
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
147
  
2018, 11 მაისი, 9:32
რა ფული აქვს გადაყრილი მამამისს გუგულას სწავლა განათლებაში,მაგრამ სულ ტყუილად.
0 1 1