x
მეტი
  • 05.12.2024
  • სტატია:138672
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512302
ერთად ვისწავლოთ ჟონგლიორობა
image


საწყისი პოზიცია დაიჭირე ბურთი №1 (წითელი) და №3 (ლურჯი) ერთ ხელში, ხოლო ბურთი №2 (მწვანე) - სხვა ხელში. ნომრები ნიშნავს რომელს რომლის შემდეგ ააგდებ მაღლა. პირველი აგდება უნდა განხორციელდეს იმ ხელით რომელსაც უფრო ხშირად იყენებთ, თუ მარჯვენა ხარ - ბურთები 1 და 3 უნდა გეჭიროს მარჯვენა ხელში.



ბურთი №1
მთავარი შეცდომა დამწყები ჟონგლიორისთვის - ბურთის აგდება მცირედი ძალით და არც ისე მაღლა, ჰგონიათ რომ ასე უფრო ადვილად დაიჭერენ შემდეგ. ააგდე ბურთი ვერტიკალურად ზემოთ და საკმაოდ ძლიერად, რომ ის შემდგომ მცირედი დახრის შემდეგ მეორე ხელში აღმოჩნდეს. საწყისი პოზიცია - ხელი უნდა გქონდეთ საშუალოდ მკერდის ცოტა ქვემოთ. ბურთის აგდების სიმაღლე დაახლოებით უნდა იყოს თავზე 20 სმ_ით მაღლა. ჯერ ისწავლე თავისუფლად ისროლო ერთი ბურთი და მხოლოდ ამის შემდეგ გადადი მეორე და მესამე ბურთზე.


ბურთი №2 და №3
როცა ბურთი №1 მიაღწევს აგდების ყველაზე მაღალ წერტილს, გადააგდე ბურთი №2 ჰორიზონტალურად მეორე ხელში. როცა მეორე ბურთს დაიჭერ ააგდე მესამე - იმავე ტრაექტორიით, როგორც პირველი. და გახსოვდეს მთავარი წესი - რამდნი ბურთითაც არ უნდა ჟონგლიორობდე, ერთის გარდა ყველა ბურთი უნდა იყოს ჰაერში.




0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:კახა
კახა
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0