პროფილაქტიკა დღეგრძელობის საიდუმლო აღმოჩენილია 2018, 10 მაისი, 22:42 ბრიტანელი დორის ოლივ ნეტინგი თავისი ასი წლის იუბილეზე ამტკიცებდა რომ მისი ასე ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველდღე მიირთმევს ერთ ჭიქა ლუდს. ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქპლიმუთში მცხოვრები ქალბატონ დორისისთვის ეს ჩვევა იქცა ტრადიციად მას შემდეგ რაც მან იხილა ამ ლუდის რეკლამა, ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს და მას შემდეგ დორა არ ღალატობს ტრადიციას და ყოველდღე სვამს ლუდს, რეკლამაში ნათქვამი იყო, რომ ლუდი შეიცავს ბევრ რკინას. როგორც გამოცემა "მეტროს" უამბო დორისმა თავისი 85 წლის იუბილეზე მოინახულა დუბლინის ლუდის ფაბრიკა, რომელიც მის საყვარელ სასმელს უშვებს, ეს საჩუქარი მას შვილიშვილებმა გაუკეთეს. ექიმების აკრძალვის მიუხედავად ხანდაზმული ქალბატონი ჩვევას არ ღალატობს, თვლის რომ ის უნარჩუნებს სასიცოცხლო ძალებს და სჯერა ლუდის სასარგებლო თვისებების. დაბადების დღეზე დორისს ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ საჩუქრადგამოუგზავნა რამოდენიმე ბოთლი სასმელი და ჩიფსები.ასევე დორისმამისალოცი ტელეგრამა მიირო თვით ელისაბედ მეორისგან. 80 შეფასება არ არის
|