x
image
თამილა გურაშვილი
ასადმა უპასუხა ტრამპს,რომელმაც მას"ცხოველი ასადი" უწოდა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ეჭვს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში შედგეს მისი შეხვედრა დონალდ ტრამპთან. სირიის ლიდერის განცხადებით, ნებისმიერ შეხვედრას უნდა ქონდეს შედეგი, მაგრამ ისეთ დაულაგებელ პოლიტიკოსთან, როგორიც დონალდ ტრამპია, შეუძლებელია რამის მიღწევა.

გარდა ამისა, დამასკოში არ სჯერათ, რომ ტრამპი აკონტროლებს შეერთებული შტატების პოლიტიკას.

"ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად სახელმწიფო აკონტროლებს ნებისმიერ აშშ-ს პრეზიდენტს, ასე იყო ყოველთვის ამერიკაში ბოლო 40 წლის განმავლობაში, დაწყებული პრეზიდენტ ნიქსონიდან, შეიძლება უფრო ადრეც, ტრამპის შემთხვევაში კი ყველაზე ინტენსიურად მეტად"- განაცხადა ასადმა.

ამერიკის პრეზიდენტის საპასუხოდ, რომელმაც სირიის ლიდერს "ცხოველი ასადი" უწოდა, ასადი კითხულობს, შეესაბამება თუ არა, ეს ამერიკის კულტურას.


"მე არ მგონია მსოფლიოში იყოს საზოგადობა, რომელიც იყენებს ამგვარ გამოთქმებს"-თქვა მან

ასეთი განცხადებები ჩემზე გავლენას ვერ ახდენს, მთავარია, რა ითქმება ჩემს ქვეყანაზე, ომზე, ტერორისტებზე და იმ ატმოსფეროზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ"- დასძინა ასადმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის თვეში დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:-"პრეზიდენტი პუტინი, რუსეთი და ირანი პასუხისმგებელი არიან"ცხოველი ასადის" მხარდაჭერისთვის.

სირიის ლიდერის მიმართ ასეთ გამოთქმას კრემლმა შეურაცმყოფელი და არაკორექტული უწოდა.image

1
162
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
162
  
2018, 10 მაისი, 21:12
ქვეყანა დანგრევამდე მიიყვანა, 12 მილიონი სირიელი ლტოლვილად იქცა, ბავშვები ამოხოცა ქიმიური იარაღით ორჯერ თან და ცხოველიც აღარ უნდა რომ უწოდონ :))))
0 1 1