საზოგადოება "ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა იყოს ღლე" - ზურაბიშვილი პრეზერვატივების თემაზე 2018, 10 მაისი, 11:17
ამ პრეზერვატივების თემაზე ყველა ბნელი და ნახევარბნელი ტიპი სულ უფრო ხშირად იმეორებს, რომ ვინც რამენაირად ამართლებთ ასეთ გამოხატვის თავისუფლებას, თქვენი თავი, თქვენი დედა, მამა, ძმა ან და დაახატეთო და თან კმაყოფილებას ვერ მალავენ, ე რა კარგად ვთქვით, რა "ტონკად" ჩავურტყითო.
ჰოდა, ამ ცალტვინა ხეპრეეებს, რომელთაც აქამდე ვერ გაიგეს, რომ გამოხატვის თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ბევრისთვის მიუღებელი რაღაცეების გამოხატვის უფლებას გულისხმობს და არა ამ გამოხატულით სავალდებულო აღფრთოვანებას, როგორც ჩანს რთულია რამე აუხსნა რაციონალური მსჯელობით, ამიტომ მათთვის გასაგებ ენაზე მივმართავ:
"დედაშენი დაახატე თუ კაია" და მსგავსი ღმეჭია-ღრეჭიაობა არის უზრდელობა და პიროვნული შეურაცხყოფა. ცხადია, გამოხატვის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა იყოს ღლე და სახელმწიფოს ამის გამო არა აქვს უფლება თქვენ დაგიჭიროთ ან დაგაჯარიმოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საერთოდ ადამიანები შეურაცხყოფაზე რეაგირებენ ხოლმე და შემთხვევით სადმე ვინმემ ეგეთი ღლეობა არ მითხრას, თორემ რასაც დავახატავ ცხვირზე, იმასაც დაინახავს, ოღონდ სარკეში.
P. S. უზრდელობები უკომენტაროდ წაიშლება და გამეორების შემთხვევაში უზრდელი დაიბლოკება, 108 3-ს მოსწონს
|