საზოგადოება პარიზულმა მუზეუმმა ნუდისტებს უმასპინძლა 2018, 9 მაისი, 14:56 ![]() პარიზში არსებულმა თანამედროვე ხელოვნების გალერეამ, Palais de Tokyo-მ 5 მაისს საშუალება მისცა სტუმრებს ექსპონატები ტანსაცმლის გარეშე დაეთვალიერებინათ. მანამ, სანამ მუზეუმის დერეფნებში სკულპტურებითა და ნახატებით დატკბებობდნენ, ვიზიტორებმა ტანსაცმელი გასახდელში ჩააბარეს.მოულოდნელი შეხვედრების თავიდან ასაცილებლად ეს ვიზიტი მუზეუმის ოფიციალურ გახსნამდე შედგა . ხელოვნების ნამუშევრების სიღრმისეულად გაგებაში კი ნუდისტებს გალერეას ჩაცმული თანამშრომელი ეხმარებოდა. შიშველმა სტუმრებმა ადგილობრივ გამოცემა Le Parisien-ს განუცხადეს, რომ მიღებული გამოცდილებით ნასიამოვნები დარჩნენ. “ ატმოსფერო ძალიან სასიამოვნო იყო .მიუხედავად ამისა, თავიდან ცოტათი უხერხულობა იგრძნობოდა. თუმცა, შიშვლად ყოფნა ხელოვნების სულ სხვანაირად გაგების საშუალებას გაძლევს.’’ ![]() საფრანგეთში დაახლოებით 2, 6 მილიონი ნუდისტია, ხოლო პარიზში არსებობს აქტიური ნუდისტთა ასოციაცია. პარიზელ ნატურისტებს ბანაობა Roger Le Gall-ის საცურაო აუზში შეუძლიათ. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ გაერთონ ნუდისტური სავარჯიშო კლასებითა და ბოულინგით. დრო გვიჩვენებს, გაუღებენ თუ არა სხვა პარიზული მუზეუმებიც კარებს შიშველ სტუმრებს- შესაძლებელია, დიდი დრო არც კი დარჩა იქამდე, როცა ლუვრში მონა ლიზას დათვალიერება ტანსაცმლის გარეშე იქნება შესაძლებელი. წყარო: CNN 84 შეფასება არ არის
|