ორსულობა და ბავშვი აი ის მომენტები - ემოციებით სავსე მშობიარობის შემდგომ გადაღებული ფოტოები! 2018, 10 მაისი, 12:23 სოციალურ ქსელში - buzzfeed.com ჩატარდა ექსკლუზიური კონკურსი. საიტის ადმინისტრატორმა მომხმარებლებს სთხოვა იმ ფოტოების გაზიარება, სადაც კარგად არის აღბეჭდილი მშობიარობის შემდგომი მომენტები. კონკურსში 1000-ზე მეტ მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა buzzfeed.com- მა ამ ფოტოებიდან მხოლოდ რამოდენიმე ამოარჩია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 21 ფოტოს, სადაც აღბეჭდილია იმ დედების ემოციები, რომლებმაც მშობიარობა წარმატებით დაასრულეს! 1. "აი აქ დაიწყო ჩემი ცხოვრება" 2. "უკვე მივეჩვიე, ეს მეორეა" 3. "ვერ ვისვენებდი, ტკივილ გამაყუჩებლებიც არ მშველიდნენ... მან მოახერხა ჩემი დამშვიდება და ტკივილისგან განთავისუფლება" 4. "ეს ფოტო ტყუპების გაჩენიდან 6 საათის შემდეგ არის გადაღებული. ბევრი სისხლი დავკარგე, თითქმის სიცოცხლესაც დავემშვიდობე, მაგრამ ეს ამათ ღირდა" 5. "10 საათიანი მშობიარობის შემდეგ, აი ამ მდგომარეობაში ვიყავი" 6. "ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტი - როდესაც ჩემი შვილი ხელში ავიყვანე. 2 დღის განმავლობაში არ მეძინა, არც საკვები მიმიღია 23 საათის განმავლობაში... ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ" 7. "72 საათიანი უძილობის და წარმატებული მშობიარობის შემდეგ, California burrito - მოვითხოვე. ეს არის საკვები, რომელზეც უარს არასოდეს ვამბობ" 8. "მშობიარობის შემდგომი რამოდენიმე საათი" 9. "ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც ჩემს ცხოვრებაში გადამიდგამს" 10. "წარმატებული მშობიარობიდან 24 საათის შემდეგ, საავადმყოფოში შხაპი მივიღე. თავს ისევ ორსულად ვგრძნობდი" 11. "ჩემი საუკეთესო ფოტო" 12. "შოკში ვარ, რადგან ორი შვილის დედა ვარ" 13. "მშობიარობის შემდგომ ჩემი პირველი ფოტო" 14. "ძალიან შეშინებული ვიყავი, როდესაც დედა გავხდი. დედაჩემს ვთხოვდი, რომ ჩემთვის რჩევები მოეცა" 15. "მშობიარობამდე რაიმე უნდა მეჭამა, გადავწყვეტილება სპაგეტიზე შევაჩერე" 16. "ეს ფოტო, მშობიარობიდან 20 წამის შემდეგ გადამიღეს" 17. "ეს მე და ჩემი პატარა გოგონას პირველი ფოტოა" 18. "ვიმშობიარე სახლში, მეუღლეს დახმარებით. ფოტო 40 საათის შემდეგ არის გადაღებული" 19. "დაღლილი ვიყავი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბედნიერიც" 20. "ასე გამოვიყურებოდი მშობიარობის შემდეგ... ძალიან ბევრი ვიტირე და უამრავი წამალი დავლიე, მაგრამ ძალიან ემოციური ვარ" 21. "მშობიარობიდან რამოდენიმე წამის შემდეგ, არანაირი ტკივილგამაყუჩებელი" სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი {თქვენთვის საინტერესო} 1. პიტაჰაია (დრაკონის ნაყოფი) - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2. "ნომერ 55 -ე სამარშუტო ტაქსის უპატიოსნესი პიროვნება" - სიკეთე გადამდებია! 3. რა მოხდება, თუ მთვარეს ავაფეთქებთ ან აფეთქდება? 4. ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა 5. ფეხბურთის ვარსკვლავების ულამაზესი მეუღლეების ტოპ 15! 6. ავტომოყვარულებო ყურადღებით - წარმოგიდგენთ 2018 წლის უახლეს, საუკეთესო მოდელებს 7. მუხლებზე სიარული - დაოსური პრაქტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ! 661 4-ს მოსწონს
|